კორონავირუსის და მისი გავლენის შესახებ ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე კვლევები გრძელდება. სტატიაში წაიკითხავთ, დღეისთვის რა არის ცნობილი ამ თემაზე.
კორონავირუსები, COVID-19-ის ჩათვლით, ჩვეულებრივ, ვირუსის შემცველი წვეთებით ვრცელდება, რომელსაც მისი მატარებელი ადამიანები ავრცელებენ ლაპარაკისას, სუნთქვისას ან ხველისას. ის შეიძლება გადაგედოთ ასევე, თუ ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდეგ ხელის დაბანის გარეშე შეეხებით თქვენს პირს, ცხვირს ან თვალებს. თუმცა, ითვლება, რომ ეს არ არის COVID-19– ის გავრცელების მთავარი გზა.
ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ COVID-19–ს, მაგრამ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, კოვიდ დადებით ადამიანებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
- ცხელება
- ხველა
- სუნთქვის გაძნელება
- გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა
- შემცივნება
- კანკალი შემცივნებისგან
- კუნთების ტკივილი
- თავის ტკივილი
- ყელის ტკივილი
- ცხვირის გაჭედვა ან სურდო
- გულისრევა
- დიარეა (ფაღარათი)
სიმპტომები, მსგავსია როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ამასთან, ჩვილებს აქვთ უფრო მსუბუქი სიმპტომები, რომლებიც მსგავსია ე.წ. „გაციების“ ჩივილებთან. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- ცხელება
- სურდო
- ცემინება
- კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა ფაღარათი
სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დაინფიცირებიდან 2-14 დღეში. თუმცა, ზოგიერთ ჩვილს უსიმპტომოდ აქვს კორონავირუსი.
ბავშვებს ნაკლებად ედებათ ვირუსი ოჯახის წევრებისგან და ძირითადად მსუბუქი სიმპტომები აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. თუმცა, წლამდე ჩვილები შესაძლოა უფრო მძიმედ დაავადნენ, ვიდრე მათზე უფროსი ბავშვები.
მარტში გამოქვეყნებულ სამედიცინო ჟურნალში „Pediatrics” ჩატარებული კვლევის შედეგად გაანალიზებულია ჩინეთში 2100-ზე მეტი კოვიდ დადებითი ბავშვის მდგომარეობა. შედეგები:
- 4% – უსიმპტომო
- 51% – მსუბუქი სიმპტომი
- 39% – საშუალო დაავადება
- 6% – მძიმე ან კრიტიკული დაავადება, მოზრდილების 18,5 პროცენტთან შედარებით.
ამასთანავე, ჩვილებს ჰქონდათ მძიმე დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე უფროს ბავშვებს.
მკვლევრები არ იყვნენ დარწმუნებულები, თუ რატომ გრძნობდნენ ბავშვები თავს უკეთესად, ვიდრე მოზრდილები. არსებბს ვარაუდი, რომ ბავშვებს აქვთ ანტისხეულების უფრო მაღალი დონე ვირუსების წინააღმდეგ ან განსხვავებული რეაგირება მათი იმუნური სისტემისგან.
სექტემბერში ჟურნალში Clinical Infectious Diseases“ გამოქვეყნებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კოვიდ დადებითი დედებისგან დაბადებულ ახალშობილთა უმეტესობას კარგი შედეგები ჰქონდა. 263 ჩვილზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ არასასურველი შედეგების ალბათობა (ნაადრევი მშობიარობის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის და რესპირატორული დაავადებების ჩათვლით) არ იზრდება, თუ დედას აქვს კორონავირუსი. პირველი 8 კვირის განმავლობაში ფილტვების ანთება ან ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია არ გამოვლენილა არც ერთ ახალშობილში.
შეუძლიათ თუ არა ჩვილებს COVID-19-ის გავრცელება?
ექსპერტები კვლავ სწავლობენ ბავშვების როლს ვირუსის გადაცემაში. ამასთან, როგორც ჩანს, ახალშობილებსა და ბავშვებს ავადმყოფობა ნაკლებად უვლინდებათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა სხვებისთვის.
შეიძლება თუ არა COVID-19-მა გავლენა მოახდინოს მუცელში მყოფ ბავშვებზე?
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამ ეტაპზე აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვირუსი გადავიდეს დედისგან ბავშვზე ორსულობის პერიოდში. არსებობს შემთხვევები, როცა ახალშობილებში გამოვლინდა კორონავირუსი, თუმცა გაუგებარია, ისინი დაიბადნენ ვირუსით თუ დაინფიცირდნენ დაბადებიდან მალევე.
წყარო: www.whattoexpect.com