Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება განათლების ფსიქოლოგი, დავით ტვილდიანის  სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის მკვლევარი ანა ჩიკვილაძე. 

გვესაუბრეთ რა იწვევს დაბალ თვითშეფასებას მოზარდობის ასაკში? რამდენად ეფექტურად ან პირიქით, უკუეფექტურად მუშაობს მაღალი მოთხოვნები ახლობლებისგან? როგორ შეიძლება გავუძლიეროთ თვითშეფასება და საკუთარი კომპეტენტურობის და უნიკალურობის განცდა?

უნდა დავიწყოთ იმით, რომ მოზარდებისთვის დაბალი თვითშეფასება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და ხშირად ვხდებით ამ ასაკში, რადგან მოზარდები ამ პერიოდში განიცდიან სხვადასხვა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, საკუთარ თავს ხედავენ ბევრად უფრო სხვანაირად, ვიდრე გარშემომყოფები.

ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ნიშნების შემჩნევა რაც მიგვანიშნებს, რომ მოზარდს აქვს დაბალი თვითშეფასება. ასეთი ნიშნები კი შემდეგია: თავს არიდებს ახალი რაღაცების ცდას და გაურბის გამოწვევებს, ჰგონია, რომ არავის არ უყვარს და არავისთვისაა სასურველი, სხვებს აბრალებს თავის შეცდომებს, ვერ უმკლავდება საყოფაცხოვრებო დონეზე იმედგაცრუებებს, აქვს შიში მარცხის და შერცხვენის, უჭირს ახალი მეგობრების გაჩენა, აქვს დაბალი მოტივაცია, უჭირს კომპლიმენტების მიღება.

ამ ყველაფრის მიზეზი ხდება მოზარდებისთვის არამხარდამჭერი გარემო როგორც ოჯახში,  ისე სკოლაში.

ამ დროს მშობლების ჩართულობა და ადრეულ ეტაპზევე ნიშნების სწორად ამოცნობა უმნიშვნელოვანესია. საკუთარი მაგალითების და ემოციების გაზიარება. თუ როგორ შეძლეს მათ პირადი მაგალითით მსგავს სიტუაციაში საკუთარ თავზე მუშაობა და რა დაეხმარათ ყველაზე მეტად. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდთან მნიშვნელოვანია მეგობრული ტონი და გულწრფელობა. სწორედ ეს თამაშობს გადამწყვეტ როლს, თუ რამდენად მოისურვებენ უფროსებთან მათთვის სენსიტიურ თემებზე საუბარს.

მაღალი მოთხოვნები ახლობლებისგან მათთვის დამატებითი წნეხია, თუმცა აუცილებელია გავმიჯნოთ მოთხოვნები და ასაკის მატებასთან ერთად პასუხისმგებლობების მატებაც.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5