Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლეგენდის თანახმად, “შობის ვარსკვლავი” ქრისტეს შობის მაუწყებელი და მწყემსების/მოგვების მეგზური იყო ბეთლემამდე მისასვლელად. დღეს, 2020 წლის 21 დეკემბერს, იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან უფრო ახლოს აღმოჩნდებიან, ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში. დაახლოებით 800 წელია, რაც ამ მოვლენაზე ადამიანებმა დაკვირვება შეძლეს და თუ ღრუბლები არ შეგვიშლის ხელს, მზის ჩასვლიდან 45 წუთში შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ “დიდ შეერთებას” – კაშკაშა ორმაგ პლანეტას, რომელიც სინამდვილეში ერთმანეთისგან მილიონობით კილომეტრით დაშორებული 2 გიგანტური პლანეტა იქნება.

VW PICS/UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

21 დეკემბერს დეკემბრის მზებუდობა დგება, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პირველ დღეს და სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის პირველ დღეს ნიშნავს. ჩვენთან დღეს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება.

“დიდი შეერთება” ბოლოს 1623 წელს მოხდა. ეს ნამდვილად ისტორიული სანახაობაა და სასიხარულოა, რომ ამ მოვლენის მომსწრე გავხდით.

 GETTY

ამასთან, 21-დან 22 დეკემბრამდე ღამით ურსიდების წვიმაა მოსალოდნელი. თუ ცა მოწმენდილი იქნება, დაინახავთ საათში 5-10 „ჩამქრალ ვარსკვლავს“, სინამდვილეში მტვრის ნაკვერჩხალს, რომელიც ატმოსფეროში იწვის.

წყარო: www.forbes.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5