Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” რუბრიკაში “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან” ამჯერად მხატვარ-ილუსტრატორი ელენე მალაზონია გვიზიარებს ბავშვებთან ერთად მუშაობის გამოცდილებას.

💥 მე ვარ ელენე, 30 წლის

🦕 მამიას და 🦖 დარიას დედა, მხატვარი-ილუსტრატორი

დღე იწყება 7- 7:30, გააჩნია დაშიკო თავში ჩუსტით როდის დამიკაკუნებს 😀 დღეს ამ შალის ქუდით დამადგა 🙂

თან ეს ბოლო 1 თვეა “დაამუღამა” 4/5 გაღვიძება და თუ ჩვენთან ლოგინში არ
გადმოვაწვენ ძილს აღარ აგრძელებს. how nicee :)) შუაში ითხლაშება, როგორც ყველა წლინახევრის ზომის ბავშვი ოღონდ ეს უკვე ძაან დიდია და მე ლოგინის მარცხენა კიდეში ვარ გადმოწელილი და ლევანი მარჯვენა. #classic

ხო, მერე უკვე ბევრი წრიალის, ჩემს თმაში “თამაშის” და მეორე ჩუსტის ლევანის თავზე დადების შემდეგ (თან ესე ლამაზად ადებს. იმას არ ურტყამს რატომღაც 🙂 ვდგები და ვუმზადებ საუზმეს.

Peppa Pig დაროს ყველაზე საყვარელი მულტფილმია და მის ფონზე ხდება სმა-ჭამა. მაგრამ თუ არ ჩაურთე გადასარევად ჭამს მაგის გარეშეც. she’s a very very good girl <3 ცოტა ხანში იღვიძებს მამია (7წლის) ჩემი ყველაზე მაგარი დამხმარე და დარიას დიდი ძმა 💚  და უერთდება “ფართის”. შემდეგ მოდის მამიას საუზმე …

Darias Account and her watchlist: Peppa Pig, Sesame Street, Mother Goose club & Buddi 🍿 🌈

Mamias Accaunt and watchlist: Adventure time, Mario Cartoon, Totoro , Ponio.. list is loong

Best Friends from day one 🦖 💕 🦕

მამიამ ჩართო თავის ამორჩეული ტრეკი. Inner citys _Big fun.. yeee.. დავხტივართ, ვცეკვავთ ‘’ვვარჯიშობთ” 3ვე (ცოტა ვჭიდაობთ ვინ რას ჩართავს მერე ვთანხმდებით, იმაზე რომ რიგრიგობით ჩავრთავთ) პარალელურად ლევანს სძინავს იქით ოთახში, რაც მთავარია არ ეღვიძება 😴 so we are good ,and havin big fun…

Call-ი მაქ!!

ამასობაში მოდის ლევანის სამსას video call-ის დრო, დარიას ძილის დროც 😴  და მამიას Online გაკვეთილის დროც   😬 და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება ofc 🙂

ანუ ლევანის საუზმე გაიმაზა sweet, skip breakfast and go straight to dinner… 🍝

მე როსის მოძრაობას ვუკეთებ ხან ლევანს, ხან მამიას რომ დარიას არ გაეღვიძოს. ხან აქეთ, ხან იქით 🙃  ზოგჯერ ჩემს თავსაც ვუკეთებ ხოლმე სარკის წინ და ვიხევი სიცილით. მერე მამია მეკითხება: დეეე რაზე გაგეცინა? არაფერზე 👀 რაღაც გამახსენდა სასაცილო 🤭

Virtual call-ების და გაკვეთილების მეცადინეობის ტალღა რომ გადაივლის მერე მამია ცოტა ხანი თამაშობს Nintendo switch-ზე Super Mario-ს, ხატავს, კოლაჟებს ჭრის ან უყურებს Netflix, ლეგოებსაც აწყობს მაგრამ ეგ ფაზა უკვე გაიარა, აღარ გიჟდება ისე როგორც ადრე.

სკეიტით სეირნობა 🛹 და დრამზე 🥁  დაკვრა უყვარს ყველაზე მეტად. დრამზე რახან ვეღარ დადის, ამიტომ სკეიტია მისი ყველაზე საყვარელი ნივთი და მეგობარი ^_^

იქიდან გამომდინარე, რომ მე კარანტინამდეც სულ სახლში ვიყავი ბავშვებთან ერთად,  დიდად არაფერი შეცვლილა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პირიქით, ის ფაქტი ძალიან გვახარებს რომ ლევანიც სახლშია ჩვენთან ერთად. Finally! სულ ვოცნებობდით, რომ სახლიდან ემუშავა 👨‍💻  და მგონი აგვიხდა 😆

რათქმაუნდა, ძალიან რთულია ამ ყველაფრის არშემჩნევა, მაგრამ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად პოზიტიურად და მხიარულად გავატაროთ ეს ნაჩუქარი დრო. 🤲 ⏰ 💕

დარწმუნებული ვარ: დრო რომ გავა, ძალიან საყვარლად გაგვახსენდება ეს ცხოვრების გიჟური და რთული რეჟიმი. რადგანაც, ყველაზე მთავარია ერთად ვიყოთ და ჯანმრთელად. 💪

დღის მონაკვეთში თუ მოვახერხე, 1 საათით ვუჯდები (როდესაც სძინავს “სასტავს”) მაგიდას და ვიწყებ ჩემს საყვარელ საქმიანობას 💕 ხატვას ✍️ რაც ყველაზე მეტად მამშვიდებს და მახარებს… სამწუხაროდ, ის საკანცელარიო მაღაზია, სადაც ვყიდულობდი ფურცლებს და ჩემ საყვარელ შავ ტუშს, დაკეტილია ამიტომ მაგ მხრივ იმედია დროებით გავჩერდი. (უი ისე ამაზონიდან უნდა ვცადო! hello! )

გუშინ ძაან გავერთეთ მე და მამია ინსტა ფილტრების კეთებით.

აპს ქვია Spark AR Studio გეცოდინებათ ალბათ უკვე, but still. გაერთობით ძალიან.

კიდე ძალიან ძალიან თუ მოიწყენთ რამე fun make-up-შეგიძლიათ გაიკეთოთ.

R a i N b o C o m a

ყველაზე საყვარელი დრო არის საღამო, როდესაც შეგვიძლია ყველა ერთად ჩავუჯდეთ Netflix.

👦 : დეე პოპკორნს გააკეთებ? 🍿

🧝‍♀️ : იეაა გავაკეთებ!

პოპკორნის ტკაცუნის ხმა და სუნი რომ დგება სახლში – ეს ნიშნავს იმას, რომ დღემ კარგად ჩაიარა 💪  გადაგორდა კიდევ ერთი თავგადასავალი კორონას დღიურებიდან 🦠

მე რათქმაუნდა ფილმის ნახევრამდეც ვერ ვქაჩავ და უკვე გათიშული ვგდივარ.  იეეე ლოგინი Best Place in the whole world!! Sweetest dreamZzz to all!!

P.S. მამიას რჩევა: თუ გიყვართ კომიკსების კითხვა და Adventure Time შეგიძლიათ გადმოწეროთ ონლაინ ეს უმმაგრესი და ულამაზესი Adventure Time Comic Book 💥

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5