Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვენ უნდა ვატაროთ ნიღაბი საჯარო სივრცეში (და სახლშიც, თუ ავად ვართ), მაშინაც კი, თუ უკვე გადავიტანეთ COVID-19.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებს იმედი ჰქონდათ, რომ COVID–ისგან გამოჯანმრთელება უზრუნველყოფდა მთელი სიცოცხლის მანძილზე იმუნიტეტს, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში (ერთხელ მოიხდიდით და შემდეგ აღარ დაგემართებოდათ), კორონავირუსის შემთხვევაში, ეს არ დადასტურდა.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ SARS-CoV-2–ით ინფიცირების შემდეგ ადამიანთა უმეტესობას გარკვეული დროით აქვს იმუნიტეტი, ჯერჯერობით დანამდვილებით არ ვიცით, როგორ მუშაობს იმუნიტეტი ამ ვირუსისთვის ან რამდენ ხანს გრძელდება ის. ზოგიერთი მტკიცებულება ცხადყოფს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის იმუნიტეტი შეიძლება გაქრეს  ინფექციიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში.

არსებობს შესაძლებლობა, რომ ხელახლა დაინფიცირდეთ კორონავირუსით. თუ ეს მოხდა, თქვენ შეიძლება დაავადდეთ და არ იცოდეთ ეს – და თუ ნიღაბი არ გიკეთიათ, შესაძლებელია სხვებს გადასდოთ ვირუსი.

მაშასადამე, მაშინაც კი, კორონავირუსი უკვე დაამარცხეთ, მაინც უნდა ატაროთ ნიღაბი საჯაროდ.

და გახსოვდეთ, რომ ნიღბები ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მეთოდია. საჯარო სივრცეში დაიცავით მინიმუმ 2 მეტრის დისტანცია ადამიანებთან, ხშირად დაიბანეთ ხელები ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება. ამ სამი მარტივი საქმის გაკეთებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი ადამიანის დაავადება (შეიძლება არა ერთხელ) COVID-19–ით.

წყარო: blogs.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5