როგორ ვებრძოლოთ მელაზმას?
ორსულობის და/ან ლაქტაციის პერიოდში ხშირად იჩენს თავს ჰიპერპიგმენტაცია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად მზე, აკნე, ჰორმონალური ცვლილებები, კანის დაზიანება, ანთებითი პროცესი, ასაკი, ეგზემა, ფსორიაზი.
როგორ ავარიდოთ თავი პიგმენტურ ლაქებს?
არის რამდენიმე აქტიური ინგრედიენტი, რომელიც ორსულობის პერიოდში უსაფრთხოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი პრევენციისთვის მზისგან დაცვაა. SPF ყველგან და ყოველთვის, უმჯობესია დამცავი შევარჩიოთ რკინის ოქსიდებით (iron oxides), რომელიც დაიცავს კანს ლურჯი ნათებისგანაც. პიგმენტაციის ერთ-ერთი მთავარი მტერი ხომ მზეა?!
გარემო ფაქტორების და სტრესის გამო, მელანოციტებში არსებული პროტეინი tyrosine ოქსიდირდება და გამოიმუშავებს ზედმეტ მელანინს, სწორედ ამიტომ კარგია, თუ რუტინაში ანტიოქსიდანტებს ჩავრთავთ, მაგალითად, ნიაცინამიდს (vitamin B3), C და E ვიტამინს, მწვანე ჩაის ექსტრაქტს და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ მაღალი პროცენტი არ ნიშნავს უკეთესს, კვლევების მიხედვით C ვიტამინის საუკეთესო კონცენტრაცია 8-დან 20% მდეა, ხოლო ნიაცინამიდი (vitamin B3) 2-დან 5%-მდე სავსებით საკმარისია.
ალფა ჰიდროქსი და პოლიჰიდროქსი მჟავები (AHA, PHA) ზედმეტი მექანიკური ჩარევის გარეშე აშორებს მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირს, ებრძვის არათანაბარ ფერს, ტექსტურას, ნაოჭების და მზისგან გამოწვეულ დაზიანების ხილვადობას. შესანიშნავი ქიმიური ამქერცლავი საშუალებაა და სრულიად უსაფრთხოა ორსულობის პერიოდში.
აზელაინის მჟავა ეფექტური ინგრედიენტია როგორც აკნეს, ასევე მელაზმასთან საბრძოლველად. გამოიყენება მგრძნობიარე კანზეც, ეხმარება კანის ტექსტურის გათანაბრებას, ებრძვის სიწითლეს.
მნიშვნელოვანია, მჟავების გამოყენების პერიოდში არ გავირუჯოთ და არ დავივიწყოთ მზისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ.
ტრანექსამიური მჟავა ამშვიდებს მზისგან გამოწვეულ გაღიზიანებას,
არის ანტიანგიოგენური ანუ ამცირებს სისხლძარღვების წარმოშობას რის ხარჯზეც ამცირებს მელანოციტებს (მელანინი გამომუშავდება მელანოციტებში, მათი უკონტროლო ზრდა კი ჰიპერპიგმენტაციას იწვევს). კვლევების მიხედვით, ყველაზე ეფექტურია ემულსიის ან შრატების სახით. 2% კონცენტრაციით კი ისეთივე ეფექტურია, როგორც 4% ჰიდროქინონი, ეს უკანასკნელი კი არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
კანის მოვლის საკითხებზე ეწვიეთ ბლოგს ნინიამ რაო.