ადრეული ორსულობის ნიშნები ჰგავს მენსტრუაციის წინა სიმპტომებს. ამის გამო ტესტის პასუხამდე რთულია იმის გარკვევა, ორსულად ხართ თუ არა. თუმცა, არსებობს რამდენიმე სპეციფიკური სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ორსულობაზე.
თქვენი მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში თქვენი ორგანიზმი წარმოქნის ორსულობის ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც პიკს აღწევს ოვულაციიდან 1 კვირაში, მაშინაც კი თუ ორსულობა არ დადგება. მისი მაღალი დონე იწვევს ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებს, რომლებიც მსგავსია ადრეული ორსულობის და პრემენსტრუალურ პერიოდში, მაგალითად
- მგრძნობიარე მკერდი
- შებერილობა
- ჭამის გაძლიერებული სურვილი
- დაღლილობა
- გუნება-განწყობილების ცვლილებები
- შეკრულობა
- თავის და კუნთების ტკივილი
თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლების მიუთითებს ორსულობაზე და არა პმს-ზე. მაგალითად:
გამუქებული არეოლები (ძუძუს ყავისფერი ნაწილები). თუ თქვენი არეოლები გაფართოვდა და გამუქდა, შეგიძლიათ ორსულობის ტესტის საყიდლად გახვიდეთ. ასევე, შეიძლება შეამჩნიოთ პაწაწინა ამობურცული წერტილები. ეს ჯირკვლებია, რომლებიც წარმოქმნიან ზეთს ძუძუსთავების დასარბილებლად და ძუძუთი კვებისთვის მოსამზადებლად.
იმპლანტაციური სისხლდენა. როდესაც ემბრიონი მიემაგრება საშვილოსნოს კედელს, დედების 20-30 % შენიშნავს სისხლიან გამონადენს, მენსტრუაციის დაწყების თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე. მენსტრუაციისგან განსხვავებით, გამონადენი უფრო ცოტა რაოდენობითაა და არა წითელი ფერის, არამედ ვარდისფერიდან ყავისფერამდე, ხანდახან ლორწოვანი. ის რამდენიმე საათს ან დღეს შეიძლება გაგრძელდეს.
გახშირებული შარდვა. ხშირი შარდვა შეიძლება დაგეწყოთ ჩასახვიდან 4 კვირის შემდეგ. თქვენს თირკმლებს ბევრი მუშაობა უწევთ, რათა გაფილტრონ სისხლიდან ზედმეტი ნარჩენები. ამასთანავე, გაზრდილი საშვილოსნო აწვება შარდის ბუშტს, რაც იწვევს მოშარდვის შეგრძნებას.
ყნოსვის გამძაფრება. ეს ჰორმონ ესტროგენის მომატებული დონის გამოა.
როდის მივიდე ექიმთან?
1 ან 2 კვირით მენსტრუაციის დაგვიანების დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტესტი უარყოფითია, მიმართეთ ექიმს. ის შემოგთავაზებთ ანალიზით სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონის გარკვევას, ასევე სხვა ტესტები იმ ჰორმონალური ცვლილებების აღმოსაჩენად, რომლებსაც შეეძლოთ თქვენი მენსტრუალური ციკლის არევა და ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომების გამოწვევა.
და გახსოვდეთ, რომ თქვენ შესაძლოა ადრეული ორსულობის ყველა ნიშანი გქონდეთ და არ იყოთ ფეხმძიმედ ან პირიქით, არც ერთ სიმპტომს უჩიოდეთ და ექიმმა ორსულობა დაგიდასტუროთ.
წყარო: www.whattoexpect.com