Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ფოტოებზე ჩანან ტაილანდის ბაგა-ბაღის მოსწავლეები, რომლებიც იძულებულნი არიან მარტო ითამაშონ ინდივიდუალურ, შემოსაზღვრულ სივრცეებში.

Lauren DeCicca/Getty Images 

ეს ფოტოები გვიჩვენებს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დონეს ბანგკოკის Wat Khlong Toey School-ში, რომელმაც ივლისში 250 მოსწავლე დააბრუნა საკლასო ოთახებში.

საბავშვო ბაღი მარტის შუა რიცხვებიდან დაიკეტა, მას შემდეგ რაც ტაილანდის მთავრობამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

გარდა სათამაშო დახურული სივრცეებისა, სკოლაში პოლიეთილენის ეკრანები დაყენდა მოსწავლეთა მერხების გარშემო და სოციალური დისტანცირებისათვის იატაკზე კვადრატები მოინიშნა მოსწავლეების დასადგომად.

Lauren DeCicca/Getty Images 

ბაღის შემოსასვლელში ტემპერატურის ახალი სკანერებია, ყოველი კლასის გარეთ კი – საპნის დისპენსერები.

ტაილანდის ზოგიერთმა სხვა სკოლამაც უმკაცრესი ზომები გაატარა მოსწავლეებისა და პერსონალისათვის კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად.

Sam Khok school-მა, რომელიც ტაილანდის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 30 მილის მანძილზე მდებარეობს, დაახლოებით 5000 მოსწავლეს (მო)სთხოვა თვითიზოლაცია სწავლის დაწყებამდე 15 დღის განმავლობაში.

“სკოლაში მოსულ მოსწავლეებს მასწავლებლები გადასცემენ პირბადეებს, რადგან მათი ტარება სავალდებულოა”, ამბობს ამ სკოლის დირექტორი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი აქტივობისათვის მოსწავლეები სახის დამცავ ფარებსაც იყენებენ.

ბანგკოკის Wat Khlong Toey School-ის ფოტოების გამოქვეყნება დაემთხვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ სკოლები უსაფრთხო უნდა იყოს, სანამ ისევ იქნება შესაძლებელი მათი გახსნა.

გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს: “ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ უსაფრთხოდ გახსნილი სკოლები, მაგრამ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეები და პერსონალი უსაფრთხოდ იქნებიან. ამის საფუძველია თემში გადაცემის ადეკვატური კონტროლი.

“ჩემი გზავნილი ნათელია: დავთრგუნოთ, დავთრგუნოთ, დავთრგუნოთ ეს ვირუსი”, დაამატა მან.

წყარო: https://www.independent.co.uk/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5