Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება პედიატრი მაია ხერხეულიძე.

მშობლები ხშირად მიმართავენ ბავშვის ეკრანთან გამოკვების  პრაქტიკას, რათა  ბავშვმა  სასარგებლო საკვები ბოლომდე მიირთვას. რ ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს ამან?

პედიატრები მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ   18 თვემდე ეკრანის დრო უნდა იყოს ნული.  არის ასეთი ცნება  “Background TV”, ანუ ბავშვი შეიძლება ოთახშია და მის უკან რომ ტელევიზორი იყოს ჩართული, ესეც კი არ არის რეკომენდებული. პირველი 18 თვე ძალიან მნიშვნელოვანია ეტაპია ბავშვისთვის, რადგან პატარა ამ პერიოდში სწავლობს სამყაროს, მშობლებს, მათთან ურთიერთობას და მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობა იყოს ცოცხალი. დადგენილია, რომ ცოცხალი ურთიერთობა არის ტვინის განვითარების ერთ-ერთი ძლიერი სტიმულატორი. თუ მშობელი ბავშვის გასაჩერებლად ეკრანს იყენებს 18 თვემდე შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას ბავშვს: მეტყველების დაგვიანება, კომუნიკაციის, ურთიერთობების დამყარების პრობლემა და ა.შ.

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რიტუალი და იმისთვის რომ ჯანსაღად იკვებოს მან, რა უნდა გააკეთონ  მშობლებმა?

კვება  ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ არანაირ გასართობად და კვება არ უნდა იყოს თამაშით, არც ეკრანთან და არ უნდა დავრბოდეთ ბავშვის ირგვლივ. ეს უნდა იყოს რიტუალი, როდესაც ოჯახის წევრები ერთად სხდებიან და ურთიერთობენ, საუბრობენ და ა.შ. ეკრანთან კვების დროს ადამიანი ვერ ზომავს რამდენი საკვები უნდა მიიღოს და ხშირ შემთხვევაში საკვებს  ჭარბი რაოდენობით  იღებს. ამ დროს  საკვები გადაიქცევა სასუსნავად, რომელსაც ადამიანი  ეკრანთან ურთიერთობის მთელ პერიოდში მუდმივად მიირთმევს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ზრდის სიმსუქნის და ჭარბი წონის რისკს. საკვების პერიოდულობით მიღება ამ თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვამბობთ, რომ ძირითად კვებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში წახემსების ეპიზოდი. თუმცა ესეც უნდა იყოს შუალედში და მასაც უნდა ჰქონდეს თავისი დრო. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მთელი ერთი კვებიდან მეორე კვებამდე სულ რაღაცას მიირთმევდეს ბავშვი. ჩემს პრაქტიკაში ხშირია, რომ მოდიან მშობლები და ამბობენ, რომ არაფერს იღებს ბავშვი, საკვებს საერთოდ არ იღებს, მაგრამ ეს საკვების არ მიღებაც დაკავშირებულია იმასთან რომ ბავშვი მუდმივად იღებს სხვა რაღაცას, ტკბილეულს, ორცხობილას, დილიდან საღამომდე მიირთმევს, რაც რასაკვირველია მადას აქვეითებს ძალიან. ამიტომ   სწორი კვებითი ჩვევის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, ვერ ხერხდება ასეთ დროს ბავშვებში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5