Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ანემია სხვადასხვა დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის არასდროს არაა ნორმალური და ყოველთვის უნდა იქნეს გამოკვლეული მისი მიზეზები. გინეკოლოგ-რეპოდუქტოლოგი სოფო ბოჯგუა გვესაუბრება ანემიის სიმპტომებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე ორსულებში  ანემიის განვითარებაზე.

რა არის ანემია?

ანემია ესაა მიმოქცევაში მყოფი (მოცირკულირე) სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების (RBC) – ნაკლებობა (რაც სისხლის კვლევის საშუალებით განისაზღვრება).

ერითროციტს, იგივე სისხლის წითელ უჯრედს, სუნთქვის ორგანოებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვს. ანემია განისაზღვრება, როცა სისხლის საერთო ანალიზის შედეგად დგინდება ერითროციტების მაჩვენებლების შემცირებული რაოდენობა: ჰემოგლობინის კონცენტრაცია, ჰემატოკრიტი ან ერითროციტების რაოდენობა. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ანემია დაბალი ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის შედეგად დგინდება.

ჰემოგლობინი – ესაა სისხლში ჟანგბადის მთავარი გადამტანი მოლეკულა, ჰემოგლობინის კონცენტრაცია გვიჩვენებს სისხლის მოცულობაში ჰემოგლობინის რაოდენობას.

ჰემატოკრიტი (HCT) – სისხლის წითელი უჯრედების პროცენტული შეფარდებაა სისხლის მთლიან მოცულობასთან. 

ერითროციტების რაოდენობა კი გვიჩვენებს სისხლის მთლიან მოცულობაში მათ რაოდენობას. 

ანემიის მქონე პაციენტებთან ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი (HCT) პარალელურად მცირდება. ჩვეულებრივ, ერითროციტების რაოდენობაც შესაბამისობაშია ამ ორ მაჩვენებელთან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (მაგ. თალასემია, როცა ანემიის არსებობის მიუხედავად შესაძლებელია სისხლში ერითროციტების რაოდენობა მომატებული იყოს).

რა არის ანემიის ნიშნები და სიმპტომები ?

ანემიის სიმპტომები დამოკიდებულია მის ხარისხსა და განვითარების ინტენსივობაზე, ისევე როგორც ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებაზე. ნელა განვითარებადი ანემიის შემთხვევაში მისი სიმპტომები ნაკლებად შესამჩნევია, რადგან ორგანიზმი ამ დროის განმავლობაში ახერხებს ადაპტირდეს და მოერგოს სისხლში შემცირებული ჟანგბადის რაოდენობას. 

ანემიის სიმპტომებს იწვევს ორი ფაქტორი: ქსოვილებისადმი ჟანგბადის არასაკმარისად  მიწოდება და ძლიერი სისხლდენის დროს, ჰიპოვოლემია – ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება.

ჟანგბადის არასაკმარისად მიწოდებისას ანემიის პირველი სიმპტომებია ქოშინი, სუნთქვის გაძნელება დასვენებულ მდგომარეობაში, დაღლილობის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა, ყურებში პულსირებადი ხმაური.

უფრო მძიმე ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეთარგია, შეგუბებული გულის უკმარისობა,  სტენოკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი. 

ძლიერი სისხლდენით გამოწვეული ანემიის პირველი სიმპტომებია: დაღლილობის შეგრძნება, კუნთის კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ლეთარგია, გულის წასვლა, ჰიპოტენზია და მძიმე შემთხვევებში, შოკი და სიკვდილი. 


რა არის ანემიის ძირითადი მიზეზები?

ანემიის მიზეზების დასადგენად არსებობს ორი ძირითადი მიდგომა:

  • კინეტიკური მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებაზე პასუხისმგებელ მექანიზმებთან;
  • მორფოლოგიური მიდგომა, რომელიც ანემიათა კლასიფიცირებას ერითროციტების ზომის ცვლილებებისა და რეტიკულოციტების (ახალგაზრდა, მოუმწიფებელი სისხლის წითელი უჯრედი) მიხედვით ახდენს.

კინეტიკური მიდგომის მიხედვით ანემია შესაძლოა გამოწვეული იყოს სამი დამოუკიდებელი მექანიზმის მოქმედების შედეგად: ერითროციტების შემცირებული წარმოება, ერითროციტების გაძლიერებული დაშლა და სისხლის დაკარგვა. სამივე მექანიზმი შესაძლებელია მოქმედებდეს როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე. 

სისხლის დაკარგვა ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ სისხლდენა თვალსაჩინო არაა და ფარულად მიმდინარეობს.

ანემია, ისეთ ჩივილებთან ერთად, როგორიცაა ციებ-ცხელება, წონის დაკარგვა, ანორექსია, სისუსტე, შესაძლოა იყოს სისტემური დარღვევის ნიშანი. ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს, ხშირ შემთხვევაში, თან ახლავს ანემია.

ბავშვებში ანემია ძირითადად ერთი მიზეზითაა გამოწვეული. ზრდასრულებში კი ანემიას, ხშირ შემთხვევაში, მრავალი მიზეზი იწვევს.

როგორ ხდება პაციენტის შეფასება?

ანემია სხვადასხვა დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის არასდროს არაა ნორმალური და ყოველთვის უნდა იქნეს გამოკვლეული მისი მიზეზები. პირველ რიგში, უნდა გაეცეს პასუხები შემდეგ კითხვებს:

  • აქვს/ჰქონდა თუ არა სისხლდენა პაციენტს?
  • ერითროციტების ინტენსიური დაშლის ნიშნები ხომ არ აქვს?
  • არის თუ არა დათრგუნული ძვლის ტვინი? თუ კი, რატომ? 
  • აქვს თუ არა პაციენტს რკინის დეფიციტი? თუ კი, რატომ?
  • აქვს თუ არა პაციენტს ფოლატის ან ვიტამინის B12 დეფიციტი? თუ კი, რატომ? 

ანამნეზის შედგენისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიენიჭოს შემდეგ საკითხებს:

  • უახლოეს წარსულში ხომ არ დაუკარგავს მადა, წონა, ჰქონია ციებ-ცხელება, ოფლიანობა ღამით? ეს შესაძლოა ინფექციის ნიშნები იყოს. 
  • ხომ არ აქვს პაციენტს ისეთი დაავადებები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია, მაგ: კუჭის წყლული, თირკმელების უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
  • ახლახანს შეძენილია ანემია თუ ქრონიკულია?


რა განაპირობებს ორსულობისას ანემიის განვითარებას?

განვიხილოთ ორი შემთხვევა: ერთიროდესაც ორსულობისას ანემია უვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალს და მეორეროდესაც ქალს დაორსულებამდე უკვე ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები.

ქალი, რომელსაც აქვს მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლი: მენსტრუაცია უგრძელდება არა უმეტეს ოთხი დღისა და აქვს საშუალო რაოდენობის გამონადენი; იღებს სათანადო რაოდენობის წითელ ხორცს, არ ეწევა, არ იღებს  ალკოჰოლს, არ აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელია.

ნაყოფის ორგანიზმი, მისი ფიზიოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ის დედისგან იღებს ყველა საჭირო ნივთიერებასრკინას, ფოლიუმის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინსა თუ მინერალს. სავსებით შესაძლებელია, დედის ორგანიზმმა გაძლიერებულ ხარჯვას ვერ გაუძლოს და ამ ნივთიერებათა დეფიციტი განუვითარდეს, რაც ანემიის ერთერთი მთავარი მიზეზია

ანემიის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს განმეორებითი და მრავალნაყოფიანი ორსულობა, როდესაც კიდევ უფრო დიდია შანსი, დედის რესურსები მალე ამოიწუროს. ვინაიდან ნაყოფი განსაკუთრებული ტემპით მესამე ტრიმესტრში იზრდება, ანემიის განვითარებაც სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი. საკითხი დგას ასე: ეს საშიში მდგომარეობაა, საყურადღებო თუ ბუნებრივი პროცესია. 

ამდენად ორსულს რომც არ აღენიშნებოდეს ანემია, საპროფილაქტიკო დოზით რკინის პრეპარატს და 12 კვირამდე ფოლიუმის მჟავას გინეკოლოგები პროტოკოლის მიხედვით ვაწვდით. 

როგორ განისაზღვრება ჰემოგლობინის მინიმალური დონე?

სხვადასხვა ორგანიზაციები/ინსტიტუტები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტისა თუ ერითროციტების რაოდენობის ნორმის დიაპაზონებს. 

ჰემოგლობინის მინიმალურ დონედ შეგვიძლია განვიხილოთ 13-დან 14.2 გრამი ერთ დეცილიტრზე (g/dL) კაცებისთვის და 11.6-დან 12.3 გ/დლ ქალებისთვის. რაც ნიშნავს, რომ ამაზე დაბალი მაჩვენებლები ანემიაზე მიუთითებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ანემიის დასადგენ კრიტერიუმად განსაზღვრულია კაცების შემთხვევაში <13 გ/დლ და ქალების შემთხვევაში <12 გ/დლ ჰემოგლობინი. 

ჰემოგლობინის კონცენტრაცია <13.5 /დლ (<135 /) ან ჰემატოკრიტი (HCT) <41.0 % მამაკაცებში და <12.0 /დლ (<120 /) ან <36.0 % ქალებში მიუთითებს ანემიაზე. ეს მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს რასის, ასაკის მიხედვით და სხვა მახასიათებლების მიხედვით.


როგორ განისაზღვრება ანემია განსხვავებული კატეგორიის ადამიანებში?

ზოგადად მიჩნეულია, რომ ჰემოგლობინის კონცენტრაცია <13.5 /დლ (<135 /) ან ჰემატოკრიტი (HCT) <41.0 % მამაკაცებში და <12.0 /დლ (<120 /) ან <36.0 % ქალებში ანემიის ნიშანია. თუმცა, ყველა ადამიანისთვის ანემიის განსასაზღვრად სისხლის მონაცემთა ერთნაირი დიაპაზონები არ გამოიყენება. განსხვავებული დიაპაზონები უნდა გამოვიყენოთ შემდეგ ადამიანებთან: 

  • ათლეტები –  მათი ჰემოგლობინის მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვა ჯანმრთელი ინდივიდებისგან მრავალი ფაქტორის გამო
  • ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მცხოვრებლები – ასეთ პაციენტებს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ
  • მწეველები – მათ შესაძლოა ჰქონდეთ ნორმაზე მაღალი ჰემატოკრიტი
  • აფროამერიკელები – აფროამერიკელების ორივე სქესისა და ასაკის წარმომადგენელებს ჰემოგლობინის მაჩვენებლები 0.5-დან 1 გ/დლ-თი ნაკლები აქვთ თეთრკანიანებთან შედარებით 
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები 
  • ხანდაზმულები