Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილი გოგონა იბადება ყველა კვერცხუჯრედით, რომელიც მას ოდესმე ექნება. ახალი კვერცხუჯრედები შემდეგ აღარ წარმოიქმნება.

ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპზე, ქალს აქვს დაახლოებით 6 მილიონი კვერცხუჯრედი. ამ კვერცხუჯრედების რაოდენობა იკლებს და დაბადების დროს მას 1-დან 2 მილიონამდე კვერცხუჯრედი აქვს.

რატომ არ იწყება მენსტრუალური ციკლი დაბადებიდან?

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედები ადგილზეა, მენსტრუალური ციკლი შეჩერებულია, სანამ გოგონა არ მიაღწევს სქესობრივ მომწიფებას. სქესობრივი მომწიფება იწყება მაშინ, როდესაც თავის ტვინში ჰიპოთალამუსი იწყებს გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) გამომუშავებას. თავის მხრივ, GnRH ასტიმულირებს ჰიპოფიზს, გამოიმუშაოს ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH). FSH იწყებს კვერცხუჯრედის განვითარებას და იწვევს ესტროგენის დონის ზრდას.

რამდენი კვერცხუჯრედი აქვს გოგონას სქესობრივი მომწიფების ასაკში?

როდესაც გოგონა სქესობრივი მომწიფების ასაკს მიაღწევს, მას აქვს 300,000-დან 400,000 კვერცხუჯრედი. რა ბედი ეწია დანარჩენებს? სქესობრივ მომწიფებამდე 10 000-ზე მეტი მათგანი იღუპება ყოველთვიურად.

მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ, ქალი ყოველთვიურად კარგავს დაახლოებით 1000 კვერცხუჯრედს. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რატომ ხდება ასე. კვლევები ადასტურებს, რომ მასზე არ მოქმედებს ქალების ჰორმონები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ორსულობა, საკვები დანამატები, ჯანმრთელობა ან შოკოლადის მიღებაც კი. ასევე, დადგენილია, რომ მოწევა, გარკვეული ქიმიოთერაპიები და სხივები აჩქარებს კვერცხუჯრედების დაკარგვას.

რამდენი კვერცხუჯრედი აქვს ქალს 30 წლის ასაკში?

როდესაც ქალი 32 წელს მიაღწევს, მისი ნაყოფიერება იწყებს შემცირებას და უფრო სწრაფად იკლებს 37 წლის შემდეგ. 40 წლისთვის ქალების უმეტესობის კვერცხუჯრედები 3%-ით შემცირდება. მენოპაუზის საშუალო ასაკია 52 წელი.

რატომ იკლებს კვერცხუჯრედის ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად?

ყოველთვიურად ოვულაციამდე, თქვენი კვერცხუჯრედები იწყებენ გაყოფას. თქვენი კვერცხის რეზერვი შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც პატარა ჯარი. ყველაზე ძლიერი ჯარისკაცები წინა ხაზზე არიან და ოვულაციის დროს თავისუფლდებიან, ხოლო შედარებით დაბალი ხარისხის კვერცხუჯრედი რჩება.

რა მოსდის კვერცხუჯრედებს მენოპაუზის პერიოდში?

როდესაც  კვერცხუჯრედის მარაგი ამოიწურება, თქვენი საკვერცხეები შეწყვეტს ესტროგენის მიღებას და მენოპაუზის პერიოდში გადახვალთ. ზუსტად როდის მოხდება ეს, დამოკიდებულია კვერცხუჯრედების რაოდენობაზე, რომელიც დაბადებისას მიიღეთ.

გაეცანით ჩვენს სტატიებს ორსულობის დაგეგმვასთან დაკავშირებით:

ორსულობის დაგეგმვა

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5