ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რამდენი რჩევა, მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს, ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
ინფექციონისტის თქმით, უმჯობესია მოვერიდოთ უმ ხილს და ბოსტნეულს, თუ ჩვენ თვითონ არ ვრეცხავთ. რადგან თუ ბოსტნეული, განსაკუთრებით კი სალათის ფურცლები, არ არის ადეკვატურად გარეცხილი, შეიძლება საშიში ინფექციური დაავადებების წყარო აღმოჩნდეს. „ეპიდემიოლოგიაში არაერთი ეპიდაფეთქებაა ცნობილი სწორედ სალათის ფურცლებთან დაკავშირებით“. რაც შეეხება ხილს, თუ ის გათლამდე კარგად არ არის გარეცხილი, მხოლოდ გათლა არ შველის და რისკებს შეიცავს.
მაია ბუწაშვილი გვირჩევს, გარეთ გარეთ მივიღოთ ცხელი საკვები, რადგან მასში ნაკლებია მიკროორგანიზმების არსებობის ალბათობა. მისი თქმით, სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ ცხელ სასმელს (ჩაი, ყავა), წვენებთან შედარებით. თუმცა, უნდა მოვერიდოთ მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც იყო ცხელი და უკვე გაცივებულია. ასეთ საკვებში მიკროორგანიზმების გამრავლების ალბათობა მაღალია.
რბილი ყველი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა. ამიტომ გამოყენებამდე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შენახვის პირობები დაცულია და მოვერიდოთ ყველს, რომელსაც მაღალ ტემპერატურაზე უმაცივროდ ინახავენ.
ინფექციონისტის თქმით, უმჯობესია მოგზაურობის დროს წყალი იყოს ბოთლის, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის დალუქული იყო და ჩვენ გავხსენით. „სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოყენებულ ბოთლებში ასხამენ წყალს და ყიდიან ქუჩებში“. ამავე მიზეზით, მოვერიდოთ ყინულს.
მაია ბუწაშვილი გვირჩევს, არ ვიცურაოთ ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს რისკი, რომ ცხოველის ფეკალური მასებით ხდებოდეს დაბინძურება (მაგალითად, ზოგ მდინარეში და ტბაში).