Skip to content Skip to sidebar Skip to footer

 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

“ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება” – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ პირბადეები ბავშვებს მშობლებმა უნდა გამოატანონ.

მინისტრის თქმით, დღესვე დეტალური ინსტრუქციები მიეწოდება ყველა სკოლას და მათ უნდა უზრუნველყონ მშობლების ინფორმირება. “სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5