Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრი მშობელი ღელავს ღია ცის ქვეშ ახალშობილის პირველი გაყვანის წინ. ზოგიერთ კულტურაში დედები და ჩვილები ერთი თვის განმავლობაში ან უფრო მეტხანს სახლში რჩებიან. მაგრამ სამედიცინო მიზეზი არ არსებობს, რომ ჯანმრთელი ახალშობილი სახლიდან არ გაიყვანონ. პირიქით…

სუფთა ჰაერი და ტემპის შეცვლა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ჩვილების ჩათვლით. თქვენ შეგიძლიათ გაიყვანოთ თქვენი პატარა სასეირნოდ სახლში მოყვანის დღიდანვე.

სხვა ადამიანებთან კონტაქტით შეიძლება ბავშვს გარეთაც გადაედოს ვირუსები და სახლშიც, მით უფრო, რომ დახურულ სივრცეში მათი გავრცელების ალბათობა უფრო მაღალია.  თქვენი ბავშვისთვის არასასურველი მიკრობების  თავიდან ასაცილებლად, შეზღუდეთ დახურულ სივრცეში ბევრ ადამიანთან ერთად ყოფნა. მხოლოდ ახლობელ ადამიანებს მიეცით თქვენი ბავშვის დაჭერის ან მასთან შეხების ნება და სთხოვეთ ხელების დაბანა მათ, სანამ ამას გააკეთებენ. თუ ვინმეს შეეხებით, გამოიყენეთ ხელების სადეზინფექციო სითხე, სანამ ბავშვს შეეხებით. დაბოლოს, თავი აარიდეთ ყველას, ვინც ავად არის.

სუფთა ჰაერზე ყოფნა თქვენს პატარას დაეხმარება კოლიკასთან გამკლავებაშიც. ის ცოტა ხანში დაინტერესდება ყველაფრით, რასაც სეირნობის დროს აღმოაჩენს (მაგალითად, ხედებით, ხმებით და სუნებით). შეეცადეთ, რომ მისი გასეირნება დაემთხვეს ისეთ დროს, როცა მშვიდაა, დანაყრებულია და საფენი გამოცვლილი აქვს. ის უკვე კარგ განწყობილებაზე იქნება, მოდუნდება და დაიძინებს სუფთა ჰაერზე. 

თუ  აპირებთ ბავშვის გაყვანას საათზე მეტ ხანს, თან წაიღეთ საფენები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი  და თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ბოთლი და სხვა საჭირო ნივთები.

ბავშვს ჩააცვით ამინდის შესაბამისად. თუ გარეთ ცივა აუცილებლად დაუფარეთ თავი, ტერფები და ხელები. პატარას დაახლოებით იმდენი ფენა ტანსაცმელი უნდა ეცვას,  როგორც ზრდასრული ადამიანი ატარებს, თუმცა შეიძლება დაგჭირდეთ დაამატოთ თხელი პლედი ან ჟაკეტი. დაიცავით თქვენი ბავშვი მზისგან ჩრდილით, მზისგან დამცავი საშუალებებით და ტანსაცმლის მსუბუქი ფენით.

გაითვალისწინეთ, რომ -6°-ზე დაბალი ტემპერატურა ძალიან ცივი, ხოლო 32°-ზე მაღალი – ძალიან ცხელი იქნება იმისათვის, რომ თქვენი პატარა გარეთ იყოს.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5