Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ხანდახან, ყველა ბავშვი იქცევა ცუდად. ეს ნორმალურია, როცა ბავშვებს შიათ, შეშინებულები ან დაღლილები არიან, ან სწავლობენ დამოუკიდებლობას. და მათ შეუძლიათ ჭკუიდან გადაგვიყვანონ სახლში გამოკეტვის დროს.

ყურადღების გადატანა

  • არასასურველი ქცევა აღმოაჩინეთ საწყის ეტაპზე და ბავშვის ყურადღება გადაიტანეთ სასურველ ქცევაზე.
  • შეაჩერეთ, სანამ დაიწყება! როდესაც ბავშვებს მოუსვენრობას შეატყობთ, შესთავაზეთ რაიმე საინტერესო ან სახალისო.

აიღეთ პაუზა

გინდათ იყვიროთ? მიეცით საკუთარ თავს 10 წამიანი პაუზის საშუალება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ 5-ჯერ. შემდეგ სცადეთ მშვიდად უპასუხოთ. მშობლები ამბობენ, რომ ეს შველით, თან – ძალიან.

გამოიყენეთ სანქციები

სანქციები ბავშვებს ასწავლის პასუხისმგებლობას მათ საქციელზე. ასევე, დისციპლინას უწყობს ხელს. ეს ყვირილზე და ცემაზე ეფექტურია.

  • მიეცით თქვენს პატარას არჩევანის საშუალება, რომ მიჰყვეს თქვენს ინსტრუქციებს.
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე სანქციების დროს.
  • დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ სანქციების შესრულება. მაგ. თინეიჯერისათვის ტელეფონის ერთი კვირით ჩამორთმევა ძნელი განსახორციელებელია, ერთი საათით ჩამორთმევა – გაცილებით რეალისტური.
  • სანქციის დასრულების შემდეგ, მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, გააკეთოს რამე კარგი და შეაქეთ ამისთვის.

ერთად გატარებული დრო, შექება სასურველი ქცევისთვის და თანმიმდევრული რუტინა ამცირებს არასასურველ ქცევას.

მიეცით თქვენს ბავშვებს და თინეიჯერებს მარტივი საპასუხისმგებლო საქმეები.  უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ეს შეესაბამება მათ შესაძლებლობებს და შეაქეთ, როცა შეასრულებენ მათ.

გაეცანით UNICEF-ის სხვა რჩევებს:

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: იყავით პოზიტიური

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: დაგეგმეთ

წყარო: https://www.unicef.org/coronavirus/covid-19-parenting-tips#1

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5