ვარიკოზული ვენები არის გადიდებული, გაგანიერებული სისხლძარღვები, რომლებიც უპირატესად ფეხებზე გვხვდება, მაგრამ ეს შეიძლება გამოჩნდეს თქვენი სხეულის ქვედა ნახევარში თითქმის ნებისმიერ ადგილას – თუნდაც სწორ ნაწლავში ან ვულვაზე. ამის მაგალითია ბუასილიც.
კანზე ამობურცვისას ისინი ქმნიან მოიისფრო ლაქებს, რომლებიც საგანგაშოდ გამოიყურება, მაგრამ როგორც წესი, უვნებელია და საკმაოდ ხშირია, ორსულთა დაახლოებით 40%-ს აღენიშნება. ისინი განსხვავდებიან ობობის ქსელის მსგავსი ვენების ან ხილული ვენებისგან, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მცირე და გამობერილია.
ორსულობის დროს ვარიკოზული ვენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ მესამე ტრიმესტრში შეიძლება უფრო დაგეტყოთ, მშობიარობის შემდეგ კი გაივლის.
რა იწვევს ორსულობის დროს ვარიკოზულ ვენებს?
ორსულობის დროს წარმოქმნილი სისხლის დამატებითი მოცულობა აუცილებელია ორი მზარდი სხეულის დასახმარებლად. ამასთან, ის ზედმეტ ზეწოლას ახდენს თქვენს სისხლძარღვებზე – განსაკუთრებით თქვენს ფეხებში არსებულ ვენებზე, რომლებმაც უნდა იმუშაონ სიმძიმის წინააღმდეგ, რათა მთელი ზედმეტი სისხლი მიიტანონ თქვენს გულში.
ასევე, ორსულობის დროს ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზია წონის მატება და ზეწოლა, რომელსაც თქვენი მზარდი საშვილოსნო აყენებს თქვენი მენჯის სისხლძარღვებს. და არ დაგავიწყდეთ ორსულობის ჰორმონი პროგესტერონი, რომელიც ადუნებს სისხლძარღვებს.
როგორ გავუმკლავდეთ ვარიკოზულ ვენებს ორსულობის დროს?
ყველა ქალს არ აქვს ეს სიმპტომი ორსულობის დროს. ასე რომ, თქვენ შეიძლება იყოთ ერთ-ერთი იღბლიანი. და თუ მაინც გაგიჩნდათ ვარიკოზული ვენები, გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს:
ხელი შეუწყვეთ სისხლის მოძრაობას კიდურებში. თავი აარიდეთ დიდხანს დგომას ან ჯდომას. ჯდომის დროს ფეხები აიმაღლეთ.
იმოძრავეთ. ვარჯიში მთავარია ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკაში – ასე რომ ყოველდღე გაისეირნეთ. კვლევის თანახმად, წყალში გადაადგილება განსაკუთრებით სასარგებლოა.
ატარეთ მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თავი აარიდეთ მჭიდრო წინდებს, შარვლებს და ქამრებს.
სცადეთ კომპრესიული წინდები. ეს დროებით შეგიმსუბუქებთ სიტუაციას.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას. ზედმეტმა წონამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. 11-16 კგ-ის მომატება ორსულობის დროს ნორმალურ წონად ითვლება.
დაიძინეთ მარცხენა გვერდზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მთავარ სისხლძარღვებზე ზეწოლის თავიდან აცილებას და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას.
მიიღეთ ვიტამინების ყოველდღიური დოზა. ორსულობისას დაბალანსებული კვება ხელს შეუწყობს თქვენი ვენების ჯანმრთელობას.
როდის მივმართოთ ექიმს?
ვარიკოზული ვენების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, რადგან არსებობს კავშირი ვარიკოზულ ვენებსა და ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან თრომბის საშიშროებას შორის (არამხოლოდ ორსულობის დროს) და მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს ამ სიმპტომის შესახებ.