Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კორონავირუსის პანდემია გვახსენებს, რომ მიკრობების გავრცელების შეჩერების და ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა – ხელის დაბანა საპნით და წყლით. ეს ხელს უშლის დიარეის (ფაღარათის) 3-დან 1 შემთხვევას და სასუნთქი გზების ინფექციების, მაგალითად გაციებისა და გრიპის 5-დან 1 შემთხვევას.

2008 წლიდან ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს, ხელების დაბანის გლობალური დღე ხაზს უსვამს წყლისა და საპნით დაბანის მნიშვნელობას სახლში, საზოგადოებასა და მთელ მსოფლიოში. 2020 წლის თემა იყო “ხელების ჰიგიენა ყველასთვის”, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას საპნის და წყლის გლობალური ხელმისაწვდომობის შესახებ, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში, სკოლებში და ჯანდაცვის დაწესებულებებში. იგი ასევე მოუწოდებდა ინსტიტუციებსა და ინდივიდებს, უზრუნველეყოთ წყლისა და საპნის მუდმივი ხელმისაწვდომობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

2021 წლის თემაა “ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. მოდი, ერთად წავიდეთ წინ!”

მრავალი მიკრობი, რამაც შეიძლება ადამიანი ავად გახადოს, ვრცელდება მაშინ, როდესაც ხელებს არ ვიბანთ საპნითა და სუფთა, გამდინარე წყლით. სწორედ ამიტომ, ხელის დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტუალეტის შემდეგ, საჭმლის მომზადების წინ, ჭამის წინ და დახველების, ცემინების ან ცხვირის მოწმენდის შემდეგ.

ხელების დაბანის მნიშვნელობა საზოგადოებაში

ხელის დაბანა საპნით და წყლით არა მხოლოდ მარტივი და იაფია, არამედ მას შეუძლია მკვეთრად  შეამციროს  მცირეწლოვანი ბავშვების ავადობის რიცხვი. საზოგადოებაში ხელების სწორად დაბანის სწავლას შეუძლია:

შეამციროს დიარეით დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 23–40% -ით.

შეამციროს სკოლის გაცდენების რიცხვი კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიზეზით 29–57%-ით.

შეამციროს ფაღარათით მიმდინარე დაავადებები სუსტი იმუნიტეტის მქონე  ადამიანებში დაახლოებით 58%-ით.

შეამციროს რესპირატორული დაავადებები  (გაციება, გრიპი) მოსახლეობაში დაახლოებით 16–21%-ით.

წყარო: https://www.cdc.gov/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5