როგორ უნდა ეძინოს ბავშვს?
ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შესამცირებლად, სასურველია ბავშვს 1 წლამდე ასაკში ეძინოს მშობლების ოთახში, საკუთარ საწოლში, ზურგზე. ლოგინში არ უნდა იყოს ბალიში, საბანი, “ბამპერები” და ფუმფულა სათამაშოები.

როდიდან აღარ არის საშიში ჩვილის მუცელზე დაძინება?
სასურველია, მშობლებმა წლამდე ბავშვები ძილის დროს ზურგზე დააწვინონ, თუმცა, თუ ბავშვს უკვე შეუძლია გადაბრუნება და თავად გადატრიალდება მუცელზე (ეს უმეტესად, 4-6 თვეზე ხდება), ნუ იღელვებთ, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების სხვა ზომებს, მაგალითად “ბამპერებისა” და სხვა ნივთებისგან ლოგინის გათავისუფლებას.

როდიდან გადავაჩვიოთ ბავშვი “თეთრ ხმაურს” და შეხვევას?
მსუბუქად შეხვევა ზოგიერთ ბავშვს ამშვიდებს კოლიკის დროს და ეხმარება ჩაძინებაში. თუმცა, მასზე უარი უნდა უთქვათ, როგორც კი თქვენს შვილს შეამჩნევთ, რომ ცდილობს გადაბრუნების სწავლას.
“თეთრი ხმაური” ანუ მონოტონური ხმები, მაგალითად წყლის ჩხრიალის, მატარებლის, თმის საშრობის, მტვერსასრუტის, მშვენიერი დამხმარეა კოლიკის დროს. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ მუდმივად არ გამოიყენებთ და სხვანაირ ძილის რუტინას შესთავაზებთ ბავშვს.

როდიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა ბავშვის ძილის რეჟიმზე?
დაახლოებით 3-4 თვიდან ბავშვების უმრავლესობა მზადაა ჩამოიყალიბოს ძილის რეჟიმი მშობლების დახმარებით.
როდემდე უნდა ეძინოს ბავშვს დღისით?
სასურველია, 3 წლამდე ბავშვს ეძინოს დღისითაც.
წაიკითხეთ ჩვენი სტატია ამ თემაზე: https://cutt.ly/CnkQzou

როდიდან შეუძლიათ ბავშვებს იძინონ მთელი ღამე გადაბმულად?
ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ბავშვის ტემპერამენტზე, კვების ტიპზე, ასაკზე და ა.შ.

წაიკითხეთ ჩვენი სტატია:

