Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებს ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კორონავირუსის დროს:

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ავადმყოფობის ნებისმიერ ნიშანს.

თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს აქვს კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომი, განსაკუთრებით, მომატებული ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის უკმარისობა, დატოვეთ სახლში ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად განცალკევებულად და დარეკეთ სასწრაფო დახმარების ნომერზე.

ასწავლეთ და განუმტკიცეთ ყოველდღიური პრევენციული აქტივობები.

  • ასწავლეთ ხელების სწორად დაბანა. აუხსენით, რომ ეს იცავს მათ ჯანმრთელობას და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.
  • იყავით კარგი მაგალითი. თუ თქვენ ხშირად იბანთ ხელებს, ისინიც მოგბაძავენ.
  • აქციეთ ხელების დაბანა ოჯახურ რიტუალად.

დატვირთეთ ფიზიკურად

  • გაისეირნეთ მასთან ერთად ფეხით ან ველოსიპედით (დაიცავით ადამიანებთან დისტანცია). ეს დაეხმარება მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
  • გამოყავით სახლში გარკვეული დრო ვარჯიშების ან ცეკვებისათვის.

დაეხმარეთ, იყოს სოციალურად აქტიური.

უზრუნველყავით, რომ შეძლოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი ტელეფონით ან  ვიდეოზარით.

მოარიდეთ რისკ-ჯგუფებს

  • ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში არიან ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ამიტომ, თუ გყავთ ასეთი ოჯახის წევრი, გაუფრთხილდით მას და შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ბავშვს. 
  • თავი შეიკავეთ ბებია-ბაბუებთან სტუმრობისგან მათივე კეთილდღეობისთვის. უზრუნველყავით, რომ ბავშვი მათ ესაუბროს ვიდეოზარით ან გაუგზავნოს ელექტრონული წერილები.

წყარო: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prepare/children.html

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5