Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობლების დაშორების შემდეგ მრავალ ბავშვს მეორე სახლიც უჩნდება, რაც გარკვეულწილად იწვევს ძილისწინა რუტინისა და ძილის რეჟიმის დარღვევებს. ამ ყველაფერმა განშორების სტრესთან ერთად პატარებს შეიძლება შეუქმნას ძილის პრობლემები.

სტრესის გამო, ცერა თითის წოვა ან უნებლიე შარდვა შეიძლება პირველად ან ხელახლა დაეწყოთ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს. ღამის შიშები კი აძნელებს ჩაძინებას.

როგორ შევინარჩუნოთ თანმიმდევრული ძილისწინა რუტინა 2 სახლში?

ჩაძინების გაძნელება  და ღამის გაღვიძებები, ხშირია ბავშვებში, რომლებსაც უწევთ შეგუება 2 მშობელს, 2 სახლს და 2 განსხვავებულ რეჟიმს შორის. სირთულეები წარმოიშობა რუტინული წესრიგის დარღვევისა და მშობლებს შორის თანამშრომლობის არარსებობის გამო.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ორივე სახლში იქონიეთ განსაკუთრებით საყვარელი ძილისწინა სათამაშოები, წიგნები ან მუსიკა, რათა არ დაგრჩეთ რომელიმე სახლში და არ გაუცრუოთ იმედი ბავშვებს ძილის წინ.

როდესაც მშობლები ერთად მუშაობენ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ეს ბავშვს უადვილებს ახალ გარემოსთან და პირობებთან შეგუებას და  ძილის პრობლემები და სხვა სიმპტომები თანდათან უნდა გაქრეს რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ ისინი დიდხანს გაგრძელდება, გაესაუბრეთ თქვენს პედიატრს, რომელმაც შეიძლება გადაგამისამართოთ ბავშვთა ფსიქოლოგთან.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5