ბავშვებთან ერთად საპნის ბუშტების გაშვება და დევნა საშუალებას მოგცემთ გაატაროთ დღე აქტიურად და სახალისოდ. ეს შეიძლება იყოს მხიარული საქმიანობა ყველა ასაკისთვის. ამასთან ერთად, ის ავითარებს ნატიფ და მსხვილ მოტორიკას, თვალისა და ხელის შეთანხმებულ მოძრაობას, ინსტრუქციების მიყოლას და ა.შ.
საბედნიეროდ, თქვენ არ გჭირდებათ ამაზე ფულის დახარჯვა. სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ საპნის ბუშტის ხსნარი სახლში. ის არამარტო დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს, არამედ აცნობს ბავშვებს როგორ გამოიყენონ სამზარეულო, გაზომონ ინგრედიენტები და დაუმეგობრდნენ მათემატიკას. ხელნაკეთი ბუშტების დამზადება ასევე ასწავლის მასალების ხელახლა გამოყენებას, რაც დადებითად მოქმედებს თქვენი ბავშვის წარმოსახვის უნარზე.
მეცნიერება დაგვეხმარება საპნის ბუშტების ხსნარის დამზადების პროცესში. წყალს აქვს მაღალი ზედაპირული დაჭიმულობა და წყლის ბუშტები პატარაა და მალე სკდება.
საპნის ან სარეცხი საშუალების დამატება ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას და უფრო დიდი ბუშტების წარმოქმნის საშუალებას იძლევა. გლიცერინი და სიმინდის სიროფი ეხმარება ბუშტებს უფრო მეტხანს გაძლებაში, რადგან ანელებს აორთქლებას, რაც მათ სკდომას იწვევს.
ხელნაკეთი ბუშტების დამზადება უმჯობესია დიდი პარტიებით.
რეცეპტი
ბევრი იყენებს მხოლოდ წყალს და ჭურჭლის სარეცხ სითხეს, მაგრამ სიმინდის სიროფის ან გლიცერინის დამატება უკეთეს ბუშტებს წარმოქმნის.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა წყალი
- 2 სუფრის კოვზი სიმინდის სიროფი ან 2 სუფრის კოვზი გლიცერინი
- 4 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე
აურიეთ ერთად, სანამ ყველაფერი არ გაიხსნება.
ფერადი ბუშტები
უბრალო ბუშტებიც ლამაზად ბზინავენ, მაგრამ თუ ნარევს რამდენიმე წვეთ საკვების თხევად საღებავს დაუმატებთ, ეს ნამდვილად დიდ განსხვავებას გამოიწვევს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა გრანულირებული საპონი ან საპნის ფხვნილი
- 1/4 თბილი წყალი
- საკვების თხევადი საღებავი
გახსენით საპონი თბილ წყალში. შეურიეთ საკვების საღებავი, სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ ფერს.
გამოიყენეთ ეს, როგორც შესაძლებლობა, თქვენს შვილთან განიხილოთ, თუ როგორ ხდება ფერების შერწყმა. მაგალითად, ყვითლის და ლურჯის შერევით ვიღებთ მწვანეს.
შაქრის ბუშტები
შაქრის დამატებით, როგორც ჩანს, წარმოიქმნება ბუშტები, რომლებიც უფრო დიდია და ნელ-ნელა გამოდის. თუ საპნის ბუშტების კონკურსი გაქვთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი საიდუმლო უპირატესობა.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა წყალი
- 2 სუფრის კოვზი თხევადი სარეცხი საშუალება
- 1 სუფრის კოვზი გლიცერინი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად, სანამ შაქარი არ გაიხსნება.
საპნის ბუშტების ხელნაკეთი ჯოხები
თუ არ გაქვთ მაღაზიაში ნაყიდი საპნის ბუშტებიდან შემორჩენილი ჯოხები, შეგიძლიათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ეს ძალიან სახალისო იქნება. შეგიძლიათ მოიძიოთ ნივთები, რომელთა გადაგდებასაც აპირებთ ან რომლებიც სხვა ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ გამოდგება ბუშტების გასაბერად. ამას ზოგჯერ არასტანდარტული აზროვნება სჭირდება.
ჩართეთ თქვენი ბავშვები ნახვრეტიანი ნივთების ძიებაში, რომლებიც შეიძლება საპნის ბუშტის ჯოხებად გამოდგეს. თქვენ გაავარჯიშებთ მათ კრეატიულობას. აი, რამდენიმე იდეა დასაწყისისათვის:
- ნახვრეტებიანი ბურთი, ვიფლის ბურთის მსგავსი
- საწურები (ამისთვის დაგჭირდებათ დიდი ჯამი საპნის ბუშტების ხსნარით, რომელშიც ჩააწობთ და სულის შებერვის ნაცვლად, წინ და უკან ამოძრავებთ ხელებს და ჰაერის (ქარის) ძალა თქვენს ნაცვლად იმოქმედებს)
- ნამცხვრის დასაჭრელი ფორმები
- ბუზის საკლავები
- კენკრისათვის განკუთხვნილი პლასტმასის კალათები (აქაც, სულის შებერვის ნაცვლად, შეიძლება ხელების მოძრაობა ნაკლებად დამღლელი იყოს)
- პლასტმასის ჭრილი კოვზები
- საწრუპი ჩხირები
- სამარილის ან საპილპილის თავი
- პლასტმასის ბოთლის (მაგ. წყლის ბოთლის) თავსახური
წყარო: www.verywellfamily.com