ალბათ, ყველა მშობელს ერთხელ მაინც გვქონია მომენტი, როცა ჩვენი თავი რომელიმე meme-ის პერსონაჟი გვგონებია. “დედამ იცის” წარმოგიდგენთ რამდენიმე სიტუაციას, რომელიც ქართველი მშობლებისთვის ძალიან ნაცნობია და აქტუალურია.
1) როცა ბავშვებმა დილის 6-ზე გაიღვიძეს და თამაში გთხოვეს:
2) როცა ბავშვების ბებიას სთხოვ, მათთან დარჩეს:
3) როცა ხედავ, როგორ „აჭმევს“ შენი 2 წლის შვილი შენივე 2 თვის შვილს ბანანს:
4) ხალხის რეაქცია, როცა ბავშვებს მამა “იტოვებს” მთელი დღით:
5) როცა მაღაზიაში ხედავ, რომ ტანტრუმის მიუხედავად დედამ ბავშვს შოკოლადი არ უყიდა:
6) როცა ძუძუთი კვება დაასრულე:
7) ბავშვის რეაქცია, როცა მას რაღაც აუკრძალე და ბებიამ შეუსრულა:
8) როცა საფენის გადაჩვევა წარმატებით დასრულდა:
9) როცა Lego-ს კუბიკს ფეხი დააბიჯე:
10) როცა ცდილობ იმუშაო დისტანციურად, ამავე დროს დაეხმარო ბავშვებს ონლაინ გაკვეთილების მომზადებაში, მოწმინდო იატაკი, მოამზადო სადილი, უყურო საყვარელი სერიალის ახალ ეპიზოდს და ძალები შეინარჩუნო სახის მოვლის ღამის რუტინისთვის:
11) როცა ღამის რუტინამდე ვერ მიდიხარ:
12) როცა ჩაძინებულ ბავშვებს დახედავ და ხვდები, რომ ძალიან ბევრი სასიამოვნო წუთი გაჩუქეს იმ დღეს:
13) როცა ფოტოს გადაღების დროს მხიარული სახის მიღება სთხოვე:
14) როცა ბავშვს კოლიკა დაეწყო, მაგრამ შენ „დედამ იცის“ სტატია უკვე წაკითხული გაქვს მის შესახებ და იცი, როგორ დაამშვიდო:
15) როცა „დედამ იცის“ საიტზე სტატია უნდა ატვირთო და ამ დროს ხედავ, რომ შენი შვილები სახატავი ფუნჯით საკუთარ ლოყებს იხატავენ: