თვეებმა ჩაიფრინეს და თქვენი პატარა სწრაფად გაიზარდა. დაბადების ზომასთან შედარებით, ორჯერ დიდია და სხეულთან ერთად მისი მთელი სამყაროც იცვლება. ის გამოტახავს ინტერესს რთული ფორმებისა და ნიმუშების მიმართ, ცდილობს გესაუბროთ მის ენაზე. ისიამოვნეთ თქვენი პატარას ზრდა-განვითარების ყურებით და წაიკითხეთ იმაზე, თუ რამდენი საინტერესო რამ უნდა ისწავლოს ამ თვეში.
5 თვის ბავშვის განვითარების სტადიები
5 თვის ბავშვის ფიზიკური განვითარება: წონის გაორმაგება
მართალია, თითოეული ბავშვი განსხვავებულად ვითარდება, მაგრამ 5 თვის ასაკის ჩვილმა უნდა გააორმაგოს დაბადების წონა.
5 თვის ბავშვის შეგრძნებები: წითელი და ლურჯი
თქვენი პატარას მხედველობა უმჯობესდება და ის შორსაც ხედავს. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მისი საყვარელი ფერები წითელი და ლურჯია, რადგან უფრო მეტად ამ ფერების ყურება ურჩევნია. მას უკვე შეუძლია რთული ფორმებისა და ნიმუშებისადმი ყურადღების მიქცევა. ასე, რომ თამამად დაათვალიერებინეთ ნახატებიანი წიგნები.
5 თვის ბავშვის მოძრაობა: უფრო ძლიერი კუნთები
თქვენს პატარას შეუძლია მუცელზე წოლის დროს თავის და გულ-მკერდის აწევა. ეს მხოლოდ გასართობი არ არის, ის ასე ემზადება გადაბრუნების და ხოხვის დასაწყებად.
5 თვის ბავშვის პიროვნება: თქვენი პატარა ექსპერიმენტებს ატარებს
ბავშვები სწრაფად სწავლობენ და ყოველი გამოცდილება მათ ბევრ ახალ რამეს ასწავლის. 5 თვის ასაკის ჩვილი იწყებს იმის გააზრებას, რომ მის თითოეულ მოქმედებას შედეგი მოყვება. ის უზომოდ ცნობისმოყვარეა და ცდილობს შეამოწმოს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მის გარშემო არსებულ სამყაროზე. თქვენ ალბათ ბევრჯერ მოგიწევთ მის მიერ სპეციალურად დაგდებული საჩხარუნოს აღება, სანამ ის მიზიდულობის ძალის აღმოჩენით იქნება დაკავებული. დარწმუნდით, რომ ის არ თამაშობს ისეთი საგნებით, რომელიც შეიძლება გადასცდეს, გაუტყდეს ან გაიკაწროს და მოიწამლოს.
თქვენი ბავშვის შემეცნების განვითარებასთან ერთად შეამჩნევთ, რომ ის მიღებულ ინფორმაციას ღრუბელივით ისრუტავს. წაუკითხეთ წიგნები მკვეთრი ფერის ნახატებით, ესაუბრეთ ბევრი და გაუხმოვანეთ ყოველი მოქმედება და შემხვედრი ნივთის სახელი. ეს მას დაეხმარება მეტყველების განვითარებაში. საუბრის დროს, გააკეთეთ პაუზა და მიახვედრეთ, რომ მისგან „პასუხს“ ელოდებით. რაც უფრო მეტს აკეთებთ მისთის, ის უფრო უკეთესი ხდება და პირველ სიტყვასაც რამდენიმე თვეში იტყვის.
როგორ შევუწყოთ ხელი 5 თვის ბავშვის განვითარებას
იმისათვის, რომ თქვენმა პატარამ შეძლოს გადაბრუნება, ჯდომა, ხოხვა და სიარული, უნდა განივითაროს შესაბამისი კუნთები, რისთვისაც დღეში 2-3-ჯერ მაინც უნდა დააწვინოთ მუცელზე სწორ ზედაპირზე. აუცილებლად თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და მაშინ, როცა ღვიძავს.
5 თვის ბავშვის კვება
5 თვის ჩვილს ერთ კვებაზე 110-170 გრამი ან მეტი დედის რძე ან ფორმულა სჭირდება. მას შეიძლება მოუნდეს უფრო ხშირად ჭამა, როცა ექნება სწრაფი ზრდის პერიოდები. და ხშირად ეს ხდება 6 თვესთან მიახლოებულ ასაკში. მიჰყევით შიმშილის ნიშნებს და აჭამეთ, როცა მოითხოვს.
5 თვის ბავშვის ძილი
5 თვის ბავშვს დღე-ღამეში 12-16 საათის ძილი სჭირდება, აქედან 3-4 საათი დღის ძილი, რამდენიმე ჩაძინებით. ღამე გამოღვიძება ინდივიდუალურია, რადგან ჩვილებში შიმშილი ამის ერთადერთი მიზეზი არ არის.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავეხმარო ჩემს პატარას დაჯდომაში? ჩვილები დაახლოებით 6 თვისთვის ახერხებენ დაჯდომას. ყოველ დღე მუცელზე დაწვენით მოამზადებთ მის კუნთებს ამ უნარისთვის, შემდეგ მისაყუდებლებით დასვამთ. ბავშვი ნელ-ნელა ისწავლის ხელებზე დაყრდნობას და დახმარების გარეშე წამოჯდომას.
რა ასაკში გადატრიალდებიან ბავშვები? დაახლოებით 5 თვისთვის სწავლობს ჩვილების უმრავლესობა გადატრიალებას. ამიტონ, ნუ დატოვებთ საწოლზე, გამოსაცვლელ მაგიდაზე ან სხვა ისეთ ადგილზე უმეთვალყურეოდ, საიდანაც შეიძლება ჩამოვარდეს.
აცრები ნამდვილად ასე აუცილებელია? დიახ. ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაა თქვენი პატარას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სერიოზული, გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ასე თქვენ იცავთ სხვა ბავშვებსაც და ოჯახის წევრებსაც. ჰკითხეთ თქვენს პედიატრს, თუ გაქვთ ეჭვები აცრებთან დაკავშირებით.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
ახლა, როდესაც თქვენი მშობიარობიდან თვეები გავიდა და ნელ-ნელა უბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს, უფრო მეტად უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. დაიწყეთ ჯანსაღი ჩვევების დამატებით თქვენს დღიურ რუტინაში. შესაძლოა, გსურდეთ ორსულობამდელი ფიგურის დაბრუნება, მაგრამ წონის ჯანსაღი კლება დროს მოითხოვს. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სხეული შესაძლოა ისე არ გამოყურებოდეს, როგორც მანამდე, როგორი საოცრება ჩაიდინა მან ახალი სიცოცხლის დაბადებით და როგორი ძლიერი ხართ! ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები კი დაგეხმარებათ თავი ბედნიერად იგრძნოთ.
- ჯანსაღი კვება. მიირთვით უჯრედისით მდიდარი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული; ცილები: ქათამი, კვერცხი და თევზი; შეზღუდული რაოდენობით დესერტები და ეს თქვენს წონაზეც შეიძლება აისახოს.
- ვარჯიში. მას შემდეგ, რაც ექიმი ნებას დაგრთავთ, დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში და ნელ-ნელა დაუბრუნდით ორსულობამდელ ფიტნესის დონეს.
- დრო თქვენთვის. მხოლოდ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა თქვენთვის გამოწვევა იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია ბალანსის საპოვნელად. დაგეგმეთ, ვისთან როდის და რას გააკეთებთ ამ დროის განმავლობაში.
თქვენი გეგმები ამ თვეში
- ახლა, როცა თქვენი პატარა უფრო მოძრავია, შეუქმენით უსაფრთხო გარემო სახლში, მაგალითად, გაუკეთეთ დამცავები ელექტროსადენებს.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/5-month-old-baby