კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მშობლებს აწუხებთ კითხვა, ჩაუტარონ თუ არა ბავშვებს გეგმიური აცრები ჩვეულ ასაკობრივ ვადებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა საკუთარი პოზიცია და მოუწოდა მშობლებს, მიჰყვნენ იმუნიზაციის კალენდარს. პოლიკლინიკებს კი მიეცათ მითითება, რომ მშობლებს წინასწარ შეუთანხმდნენ (წერილობით ან სატელეფონო სახით) აცრის დროსა და თარიღზე, რაც ბავშვებს აარიდებს ბევრ ხალხთან კონტაქტს.
“შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა. ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან.” – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ნახეთ ამ თემაზე: ავცრათ თუ არა ბავშვები გეგმიური კალენდრით ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს?