ორსულობის დროს თქვენი ღრძილები უფრო მგრძნობიარე, წითელი და შეშუპებული შეიძლება გახდეს. მოსალოდნელია სისხლდენაც, განსაკუთრებით კბილების გამოხეხვის ან ძაფის გატარების დროს. არ შეშფოთდეთ – ეს ნორმალურია! თუმცა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ ორსულობის სიმპტომია.
როდის შეიძლება დაიწყოს ორსულობის დროს ღრძილების ანთება?
ორსულობის ჰორმონების დამსახურებით, დაახლოებით მე-15 კვირიდან შეიძლება დაგეწყოთ ღრძილების ანთება, რაც იწვევს სისხლდენასაც.
რა იწვევს ღრძილების ანთებას ორსულობის დროს?
ორსულობის დროს რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს ღრძილების ანთებას:
ორსულობის ჰორმონები: ისინი უფრო მგრძნობიარეს ხდიან თქვენს პირის ღრუს ბაქტერიებისა და ნადების მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მიაკითხოთ სტომატოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ კბილებისა და ღრძილების სერიოზული პრობლემები.
ცვლილებები თქვენს პირის ღრუსა და კვების ჩვევებში: შესაძლოა ორსულობის დროს ნაკლები ნერწყვის გამომუშავებამ და მეტი ტკბილეულისა და ნახშირწყლების მიღებამ პირის ღრუში შექმნას ნადებისა და ღრმულებისადმი მეგობრული გარემო.
დილის გულისრევების შედეგი: თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში უჩიოდით ღებინებასა და გულისრევას, შესაძლოა თქვენი პირის ღრუსთვის არც ისე სასიამოვნო იყოს ამ სიმჟავის შედეგი.
გარკვეული სუნებისა და გემოების ზიზღი: მაგალითად კბილის პასტის სუნის აუტანლობამ ან ღებინების რეფლექსის გაძლიერებამ შესაძლოა უარი გათქმევინოთ კბილების გამოხეხვის ჩვევაზე, რასაც მოჰყვება პირის ღრუს პრობლემები.
როგორ გავუმკლავდეთ ღრძილებიდან სისხლდენას ორსულობის დროს?
- მიაკითხეთ სტომატოლოგს;
- გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ 2 წუთის განმავლობაში;
- გაიხეხეთ ენა;
- იკვებეთ ჯანსაღად;
- შეზღუდეთ ტკბილეული;
წყარო: www.whattoexpect.com
ორსულობის დროს კბილების მოვლაზე გაეცანით ჩვენს სტატიებს: