Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვები იბადებიან მოროს რეფლექსით – თუ თქვენს პატარას ხმაური შეაკრთობს ან მისი თავის მდგომარეობა უცებ შეიცვლება, შესაძლოა მისი რეაქცია გამოიხატოს ხელებისა და ფეხების უეცარი გაშლით, შემდეგ კი მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნებით. ეს რეფლექსი ქრება 3-6 თვის შემდეგ, თუმცა ძლიერ ხმაურზე რეაქცია მუდმივია.

ჩვილები ტირიან ხმაურზე, რადგან ეს ხმები მათთვის უცხოა და ეს მათი ნევროლოგიური განვითარების ნორმალური ნაწილია. თქვენი ბავშვის ნევრული სისტემა მომწიფდება და მიეჩვევა სხვადასხვა ხმებს, რის გამოც მას ნაკლებად შეეშინდება მოულოდნელი ხმაურის.

ჩვილები ასევე რეაგირებენ მათი ტემპერამენტის მიხედვით. მსუბუქი ტემპერტამენტის ბავშვმა შეიძლება ძალიან ხმამაღალ ბგერებზეც განაგრძოს მშვიდად ძილი, ხოლო უფრო მგრძნობიარე ბავშვმა იტიროს ჩურჩულის გაგონებაზეც კი. თუმცა, ზოგადად, რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო უკეთ უმკლავდებიან მოულოდნელ ხმაურს.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5