Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას ,,დედამ იცისესაუბრა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრგამმასბავშვთა  და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის თერაპევტი, ფსიქოლოგი ანა სხულუხია.

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, რადგან ბავშვებში მისი პრევალენტობა (გავრცელება) 2-3%-ია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 35 ბავშვიდან 1-ს ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა აქვს.

რა მდგომარეობაა ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა და რა იქნება თქვენი რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებსაც და მშობლებსაც გამოადგებათ

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა  არის მდგომარეობა, რომლის ნიშნებიც იწყება ადრეულ ასაკში და გულისხმობს ინტელექტის და ადაპტიური ფუნქციონირების დეფიციტს.  ადაპტიურ ფუნქციონირებაში მოიაზრებენ კონცეპტუალურ, სოციალურ და პრაქტიკულ სფეროებს. 

ყურადღებას გავამახვილებ  კონკრეტულად კონცეპტუალურ სფეროზე.  კონცეპტუალური (აკადემიური) სფერო მოიცავს მეხსიერებას, ენას, კითხვას, წერას, მათემატიკურ აზროვნებას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას, პრობლემების გადაჭრას და ახალ სიტუაციებზე მსჯელობას.

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვების უმეტესობას არ აღენიშნება შესამჩნევი სიმპტომები სკოლაში შესვლამდე, თითქოს ეს სიმპტომები ამ პერიოდამდე ნაკლებად შესამჩნევია.

სკოლამდელ ასაკში შეიძლება არ იყოს აშკარა კონცეპტუალური განსხვავებები.  სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის სირთულეები იქმნება აკადემიური უნარების სწავლაში, რომელიც მოიცავს კითხვას, წერას, არითმეტიკას, დროისა თუ ფულის მართვას. 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვებს ახასიათებთ თანატოლებთან შედარებით უფრო რიგიდული მიდგომა პრობლემების გადაჭრის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.

მოზრდილ ასაკში დარღვეულია აბსტრაქტული აზროვნება, აღმასრულებელი ფუნქციები, მაგ.: დაგეგმვა, სტრატეგიების შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა და კოგნიტური მოქნილობა, ასევე, ხანმოკლე მეხსიერება. გაძნელებულია აკადემიური უნარების ფუნქციური გამოყენება. 

მოგაწვდით რეკომენდაციებს სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, რაც იმედია გამოგადგებათ:

1. გამოიყენეთ მოკლე და მარტივი წინადადებები ინსტრუქციების მიცემისას. თქვენი აზრი გამოხატეთ მკაფიოდ, თუ რისი გაკეთება გსურთ მოსწავლესთან.

2. ხშირად გაიმეორეთ ინსტრუქციები და მითითებები.

3. ჰკითხეთ სტუდენტს/მოსწავლეს, საჭიროა თუ არა დამატებითი განმარტება.

4. მინიმუმამდე დაიყვანეთ ყურადღების გამფანტავი პლაკატების ოდენობა საკლასო ოთახში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაში.

5. შექმენით წამახალისებელი და დამხმარე სასწავლო გარემო. 

6. წაახალისეთ და განამტკიცეთ სასურველი ქცევა. 

7. გამოიყენეთ ალტერნატიული სასწავლო სტრატეგიები და შეფასების მეთოდები.

8. დროთა განმავლობაში გაზარდეთ დავალებების სირთულე.

9. ასწავლეთ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალების გარჩევა.

10. გამოიყენეთ დამახსოვრების სტრატეგიები, როგორიცაა ინფორმაციის ხშირი განმეორება და/ან ერთად დაჯგუფება.

11. გამოიყენეთ ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა ბიჯებად დაყოფა, როლური მოდელირება და სხვა.

როგორც სპეციალისტები, ასევე მშობლები მიმართული უნდა იყვნენ  იმისკენ, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის დარღვევის მქონე ბავშვებს დაეხმარონ საკუთარი თავის რეალიზებაში, სოციუმში თავიანთი ადგილის დამკვიდრებაში, ისეთი უნარების შეძენაში, რაც მათ დაეხმარებათ ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. მიზანი უნდა იყოს ადაპტიური ქცევის შესწავლა, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი ჩართვა ყოველდღიურ აქტივობებში. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის ფსიქოგანათლება, რაც ეხმარება ბავშვებს მიაღწიონ ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს. 

რა კომპეტენციებს მოიცავს მშობლის ფსიქოგანათლება

მშობლის ფსიქოგანათლება მოიცავს ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნას, ბავშვისთვის აქტიური უკუკავშირის მიცემას და ყოველი მცდელობისას პოზიტიური მართვის სტრატეგიების გამოყენებას. ეს კი ეხმარება მშობელს და მასწავლებელს შეუქმნან ბავშვს გარემო, რომელიც ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის დარღვევის მქონე ბავშვის ცხოვრების ფუნქციონირების ხარისხს გაზრდის.

📚გამოყენებული ლიტერატურა: 

https://www.msdmanuals.com/home/children-s-health-issues/learning-and-developmental-disorders/intellectual-disability
https://www.msdmanuals.com/home/children-s-health-issues/learning-and-developmental-disorders/intellectual-disability
https://www.msdmanuals.com/home/children-s-health-issues/learning-and-developmental-disorder

www.psychiatry.org/File%20Library/Psychiatrists/Practice/DSM/APA_DSM-5-Intellectual-Disability.pdf

https://www.aaidd.org/intellectual-disability/definition https://edis.ifas.ufl.edu/publication/WC26

https://do2learn.com/disabilities/CharacteristicsAndStrategies/IntellectualDisability_Strategies.html?fbclid=IwAR3JcoYxhAXP0-lAYwgaKZsUnqJF6LtFpn_dkHmdLly-D5bPV8kshvzXl3Y
https://iacapap.org/_Resources/Persistent/59cacea32eb3387bba990aafb6f7a07f28ac6887/C.1-Intellectual-Disability.pdf
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5