Skip to content Skip to sidebar Skip to footer

არსებობს უამრავი მითი დაორსულებისა და ოვულაციის შესახებ, რომელიც ხანდახან შეიცავს ნახევრად სიმართლეს ან მთლიანად მცდარია. მათი დაჯერება ზოგ წყვილს ხელს უშლის ბავშვის ჩასახვაში.

მითი #1: თუ არ დაორსულდებით რამდენიმე თვის მცდელობის შემდეგ, ე.ი. პრობლემა გაქვთ.

სინამდვილეში, წყვილების უმრავლესობას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს ბავშვის ჩასახვისთვის. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წყვილების 68%-მა მიზანს 3 თვის შემდეგ მიაღწია,   92%-მა კი – 1 წლის შემდეგ.

თუ 1 წელია უშედეგოდ ცდილობთ დაორსულებას, მიმართეთ სპეციალისტს, ხოლო თუ ხართ 35 წლის ან უფროსი, ექვსი თვის შემდეგ.

მითი #2: ოვულაცია ხდება  ციკლის მე -14 დღეს

ოვულაცია შეიძლება მოხდეს  ციკლის მე-14 დღეს. მაგრამ … ოვულაცია მე–6 ან მე-7 დღეს ან სულაც, მე–19 ან მე–20 დღეს არ არის იშვიათი ან პათოლოგიური.

ქალის რეპროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ადამიანების უმეტესობას ასწავლიან, რომ ქალის ციკლი საშუალოდ 28 დღიანია და რომ ოვულაცია ხდება შუა წერტილში, მე–14 დღეს. თუმცა, ჯანმრთელ ქალს, შეიძლება ჰქონდეს 21 დღიანი ან 35 დღიანი ციკლი და ეს ნორმაა. ოვულაციის დღე ადრე თუ გვიან იცვლება, ეს დამოკიდებულია ქალის ციკლის ხანგრძლივობაზე.

მითი #3: საკვერცხეებში მორიგეობით მწიფდება კვერცხუჯრედები

ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქალებისთვის ჩვეულებრივია, რომ ერთ მხარეს უფრო ხშირად აქვთ ოვულაცია, ვიდრე მეორე მხარეს. ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. ამიტომაც შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ერთ მხარეს უფრო ხშირად გაქვთ ოვულაციის ტკივილი, ვიდრე მეორეზე.

რომელი საკვერცხე ათავისუფლებს კვერცხუჯრედს, უფრო მეტ კავშირშია იმ ფაქტთან, რომელ საკვერცხეში გაქვთ ფოლიკული (რომელიც შეიცავს განვითარებად კვერცხუჯრედს ან ოოციტს), რომელიც სიმწიფის ბოლო სტადიას მიაღწევს. თქვენი ციკლის დასაწყისში თითოეულ საკვერცხეში იწყება რამდენიმე ფოლიკულის განვითარება, რომელთაგან  მხოლოდ ერთი (ან ორი) აღწევს საბოლოო მიზანს. როდესაც ერთზე მეტი ფოლიკული თავისუფლდება კვერცხუჯრედში, შეიძლება დაორსულდეთ ტყუპებზე.

მითი #4: თქვენ არ დაორსულდებით, თუ მენსტრუაციის დროს გექნებათ სექსი.

ეს არ არის სიმართლე. თქვენი დაორსულების უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაქვთ ოვულაცია და ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან.

თუ თქვენი ციკლი ხანმოკლეა, და თქვენ გაქვთ ოვულაცია მე–7 ან მე–8 დღეს, შეგიძლიათ დაორსულდეთ მენსტრუაციის დროსაც.

კიდევ ერთი არასწორი წარმოდგენა აქვს ხალხს, რომ მენსტრუაციის დროს სისხლი „გამორეცხავს“ სპერმას. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს  ვერ შეაჩერებს სპერმატოზოიდების ცურვას თქვენი რეპროდუქციული სისტემისკენ.

მითი #5: თქვენ უნდა გქონდეთ სექსი ყოველდღე ან თუნდაც დღეში ორჯერ, რათა მალევე დაორსულდეთ.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს დაგეხმარებათ  უფრო სწრაფად დაორსულებაში.

მითი #6: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს უნაყოფობას

კონტრაცეფცია ხელს უშლის დაორსულებას, როდესაც იყენებთ მას. როდესაც შეწყვეტთ ამ მეთოდების გამოყენებას, შეგიძლიათ დაორსულდეთ. კვლევების მიხედვით, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არ ზრდის უნაყოფობის რისკს.

მითი #7: თუ გსურთ დაორსულდეთ, უნდა გქონდეთ სექსი “მისიონერულ პოზაში”

არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სექსის დროს  ქალის ქვემოთა პოზიციაში ყოფნა ხელს უწყობს დაორსულებას.

მითი #8: სანამ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ დაორსულდებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ლაქტაციური ამენორეის მეთოდს 98%-ით ეფექტურად ასახელებს. თუმცა, დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ბავშვი უნდა იყოს 6 თვემდე, იკვებებოდეს მხოლოდ დედის რძით (არ შეიძლება წყალიც), ქალს არ უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია და აუცილებლად უნდა აწოვებდეს ყოველ 3-4 საათში ერთხელ.

წყარო: www.verywellfamily.com

გაეცანით “დედამ იცის” სტატიებს ორსულობის დაგეგმვასთან დაკავშირებით – ორსულობის დაგეგმვა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5