ადენოვირუსები ვირუსების ჯგუფია, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის ინფექციების გამოწვევა. ამჟამად გამოვლენილია 50-ზე მეტი ადენოვირუსი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში არსებობენ.
როგორ ან სად ვრცელდება ადენოვირუსები?
ადენოვირუსები ძირითადად გადადის ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტით, ვირუსის შემცველი წვეთების გავრცელებითა და დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციები ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო გავრცელებულია 5 წლამდე ბავშვებში.
მცირეწლოვანი ბავშვები იდებენ სხვადასხვა საგნებსა და ხელებს პირში, ასევე ნაკლებად იცავენ ხელების ჰიგიენას, რაც იწვევს ვირუსის აფეთქებას ბაღებში, სკოლებში, ბანაკებში და ა.შ.
ადენოვირუსთან კონტაქტის შემდეგ ბავშვს სიმპტომები გამოუვლინდება 2 დღიდან 2 კვირამდე პერიოდში.
რა არის ადენოვირუსული ინფექციის სიმპტომები?
ყველაზე ხშირად, ადენოვირუსული ინფექცია ვითარდება სასუნთქ გზებში და ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია.
ბავშვებს ჩვეულებრივ აქვთ მაღალი სიცხე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე მათ შეიძლება ჰქონდეთ სურდო ან გაჭედილი ცხვირი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება განუვითარდეს ყურის ინფექცია. ზოგ ბავშვს ექნება სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად ბრონქიოლიტი ან პნევმონია. ყელის ტკივილი კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია. ბავშვებს ასევე შეიძლება აღენიშნოთ ვარდისფერი თვალის სიმპტომები, რომელსაც ასევე კონიუნქტივიტს უწოდებენ.
ადენოვირუსის ზოგიერთი შტამი იწვევს კუჭისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი, მუცლის ტკივილი და გასტროენტერიტის სხვა სიმპტომები. ზოგჯერ თან ერთვის შარდის ბუშტის ინფექცია, რაც იწვევს მტკივნეულ შარდვას და სისხლს შარდში.
როდის მივმართოთ ექიმს?
ადენოვირუსული ინფექციების დროს გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხებია:
- ცხელება, განსაკუთრებით ცხელება 40° ან ცხელება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- სუნთქვის გაძნელება;
- გაუწყლოვნების სიმპტომები (3-ზე ნაკლები სველი საფენი 24 საათის განმავლობაში);
- მივარდნილობა და ძილის სურვილი;
- ძილის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, ყურის სრესა ან გამონადენი ყურიდან.
არსებობს თუ არა ადენოვირუსული ინფექციების სპეციფიკური მკურნალობა?
არ არსებობს ადენოვირუსული ინფექციების სპეციფიკური სამედიცინო მკურნალობა და ეს ყოველთვის არც არის საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ ანტიბიოტიკები არ იმოქმედებს ადენოვირუსებზე.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს?
გახსოვდეთ, რომ სიცხე ეხმარება თქვენი შვილის იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში, ამიტომ მკურნალობთ სიცხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პატარას დისკომფორტს უქმნის. თუ თქვენს შვილს უჭირს ძილი ან აქვს შემაშფოთებელი სიმპტომები (ცხელება >39°F, ყელის მწვავე ტკივილი ან შემაწუხებელი ხველა), მაშინ მისი სიმპტომების მკურნალობა გამართლებულია.
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც გააკეთებდით ნებისმიერი გაციების დროს, მათ შორის ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვა, რათა ბავშვს გაუადვილდეს კვება და ძილი. ასევე, ჰაერის დამატენიანებელი შეიძლება დაეხმაროს ნახველის დაშლას და თქვენს შვილს გაუადვილდეს სუნთქვა.
დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი იღებს საკმარისი რაოდენობის სითხეს, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვნება. შესაძლებელია მადის დაქვეითება, მაგრამ აუცილებლად უნდა დალიოს წყალი.
ადენოვირუსული ინფექციების უმეტესობა მსუბუქია და თავისით გაივლის. თუმცა, ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს საავადმყოფოში გადაყვანა.
ხელების კარგად დაბანა ყველაზე მნიშვნელოვანია ადენოვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ასევე მნიშვნელოვანია სათამაშოების და სხვა საგნების გაწმენდა და დეზინფექცია, რადგან ადენოვირუსებს შეუძლიათ დიდხანს იცოცხლონ ზედაპირებზე.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია