ხანდახან ჯანმრთელ ბავშვებს (და მოზრდილებსაც) აქვთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, იგივე ჰალიტოზი. სავარაუდო გამომწვევი მიზეზებია:
პირის სიმშრალე
თუ თქვენი ბავშვი სუნთქავს პირით, მაგალითად გაჭედილი ცხვირის გამო, ნაკლები ნერწყვი გამოიყოფა და ბაქტერიები მის პირში უფრო მრავლდებიან.
პირის ღრუს ჰიგიენის არასაკმარისი დაცვა
ბაქტერიები ცხოვრობენ პირში და ურთიერთქმედებენ საკვების ნარჩენებთან – კბილებს შორის, ღრძილების ხაზთან, ენაზე ან ნუშისებრ ჯირკვლებზე (გლანდებზე) ყელის უკანა ნაწილში. ეს იწვევს უსიამოვნო სუნს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკვები დიდხანს არის პირში, მაგალითად საწუწნი კანფეტი ან კევი.
კბილების პრობლემები
კბილებზე ნადებმა, ჩირქგროვამ, ღრმულებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვთა კბილებზე ნებისმიერ ასაკში და გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი.
მძაფრი სუნის მქონე საჭმელი
თუ თქვენს ბავშვს უყვარს ნიორი ან ხახვი, შეიძლება მათი დამსახურება იყოს დროებითი უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
დაავადებები და მდგომარეობები
მაგალითად, სინუსური ინფექცია, ტონზილიტი, სეზონური ალერგია ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი იწვევს არასასიამოვნო სუნს.
წყარო: www.babycenter.com
როგორ ავარიდოთ ბავშვებს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში?
როგორც წესი, პირის ღრუს კარგი ჰიგიენა აგარიდებთ ამ პრობლემას. გაეცანით ჩვენს სტატიებს პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით.