Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კვლევების თანახმად, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები სტრესს განიცდიან და ჰორიზონტზე შვების ნიშანიც არ ჩანს.

Photo: Sophie Lécuyer

მართალია, პანდემიამ ყველას ფსიქიკაზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ აპრილსა და მაისში 18 წლამდე ბავშვების მშობლებმა უფრო მეტად განიცადეს სტრესი, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები.

ორეგონის უნივერსიტეტის გამოკითხვის თანახმად, რომელშიც ივლისის დასასრულს 5 წლამდე ასაკის ბავშვების 1000 მშობელი მონაწილეობდა (ისინი გამოიკითხებიან ასევე ყოველ მომდევნო კვირას აგვისტოდან დეკემბრამდე), აჩვენა, რომ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები განსაკუთრებით დასტრესილები არიან.

მშობელთა 63 %-მა აღნიშნა, რომ გრძნობდნენ ემოციური მხარდაჭერის დაკარგვას პანდემიის დროს. ჰარვარდის სამაგისტრო განათლების სკოლის კვლევის თანახმად, 5, 6 და 7 წლის ასაკის ბავშვების მშობლები მასაჩუსეტსში დაეთანხმნენ დაშვებას, რომ ისინი გრძნობდნენ თავს „ნერვულად, მშფოთვარედ ან ზღვარზე“, პანდემიის გამო.

მშობლების ორი ქვეჯგუფი შესაძლოა უკვე იყოს შფოთვისა და დეპრესიის კლინიკური დონის რისკის ქვეშ: ორსული, ან ახალნამშობიარები ქალები და მშობლები, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ თავიანთი შვილების საბაზისო საჭიროებებთან გამკლავება.

პანდემიამდე, შფოთვა და დეპრესია ემართებოდა  ქალების დაახ. 10-25 %-ს ორსულობისას და მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში. ორი კვლევა კანადიდან გვიჩვენებს, რომ ეს ციფრები უცებ გაიზარდა კარანტინის შემდეგ: ერთი კვლევა დაახ. 2000 ორსული ქალისა გვიჩვენებს, რომ 37 %-ს აღნიშნებოდა დეპრესიის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე და 57 %-ს აღენიშნებოდა შფოთვის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე. მეორე კვლევაში მონაწილეობდა 900 ქალი, ნაწილი ორსული, ნაწილი ახალნამშობიარები და მან უჩვენა, რომ პანდემიის განმავლობაში დეპრესიის დონე გაიზარდა 15-დან 40 %-მდე, ხოლო შფოთვისა – 29-დან 72 %-მდე.

მშობელთა  60 %-ზე მეტი, ვინც განიცდის განსაკუთრებულ ფინანსურ პრობლემებს, უჩივის ემოციურ დისტრესს, ხოლო ვისაც ფინანსური პრობლემები არა აქვს – 30 %-ზე მეტი.

რა შეუძლიათ მშობლებს გააკეთონ, რათა გააუმჯობესონ თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობა ამ რთულ დროს? ლუსი რიმალოუერი, ლიცენზირებული საოჯახო თერაპევტი ლოს ანჯელესიდან, გვირჩევს საკუთარ თავს ვკითხოთ: საკუთარი თავის მოვლისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა და არა ექვსი თვის წინ? გამკლავების ძველი მექანიზმები დიდხანს აღარ იქნება ხელმისაწვდომი, ასე რომ თუკი შეგიძლიათ ყოველდღე მცირედ შეისვენოთ, ეს უკეთესია,  ვიდრე არაფერი. „იქნება ეს 5-წუთიანი იოგა იუთუბზე თუ 5-წუთიანი მიმოწერა ძველ მეგობართან“.

„ტრადიციული თერაპია ფანტასტიკურია“, მაგრამ ის არ არის რეალისტური ან ხელმისაწვდომი ყველასათვის, ამატებს რიმალოუერი. შესაძლოა დაგეხმაროთ თერაპევტთან მცირე მიმოწერის აპლიკაციები, ვიდრე 50-წუთიანი ვიდეო სესია.

კვლევა გვიჩვენებს, რომ ვარჯიში (თუნდაც ზემოხსენებული 5-წუთიანი იოგა) და ემოციური კავშირი (ზემოხსენებული მიმოწერა) ასევე ეხმარება სტრესის შემცირებას. RAPID-EC-ის კვლევამ გამოავლინა, რომ ემოციური მხარდაჭერის მაღალი დონეები, განსაკუთრებით ადგილობრივი წყაროებიდან, შეიძლება დაეხმაროს სტრესის დონეების შემცირებას სოციოეკონომიკური კიბის სხვადასხვა დონეზე მყოფ ოჯახებს და მშობლები მნიშვნელოვან ნუგეშს იღებენ პარტნიორებისაგან, მშობლებისაგან და საკუთარი შვილებისგანაც კი.

თავდაპირველად, ამბობს დოქტორი ფიშერი, მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ როდესაც მშობლები ჰყვებოდნენ ემოციურ მხრდაჭერაზე საკუთარი შვილებისაგან, ისინი გულისხმობდნენ უფროს შვილებს, რომლებიც სავარაუდოდ ეხმარებოდნენ 5-წლამდე შვილების აღზრდაში. მაგრამ, როდესაც მონაცემებს ჩაუღრმავდნენ, გამოირკვა, რომ „ადამიანებისათვის თავიანთი პატარები კომფორტის წყარო აღმოჩნდებოდნენ ხოლმე“, ამბობს ის.

იმისდა მიუხედავად, რა ხდება მსოფლიოში, შეგიძლიათ დადებითი შეგრძნებები მიიღოთ თქვენს სკოლამდელთან მოულოდნელი ჩახუტებით, რომელსაც იმ მომენტში არაფერი ანაღვლებს კნუტებისა და თავის დასთან ჩხუბის გარდა.

დოქტორი ლაკშმინი ურჩევს მშობლებს, აღმოაჩინონ მშობლობის ახალი უპირატესობები, იქნება ეს ბავშვებთან პანდემიის დროს მისაღები კავშირების აღმოჩენა (მაგ. დილით ადრე ველოსიპედით სეირნობა), ან ისეთი მომენტების შექმნა, რომელსაც მოუთმენლად ველით – დაგეგმილი მცირე აქტივობები.

წყარო: www.nytimes.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5