Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიზეზები

ექსპერტებმა ზუსტად არ იციან რა იწვევს კბილების კრაჭუნს (ბრუქსიზმს, როგორც მას სტომატოლოგები უწოდებენ). შესაძლოა, ეს იყოს შფოთვის, ტკივილის, მალოკლუზიის (კბილების ან ზედა და ქვედა ყბის არასწორი განლაგება) გვერდითი ეფექტი. ასევე, გასათვალისწინებელია სუნთქვის პრობლემები, მაგალითად გაჭედილი ცხვირი ან ალერგია. და ზოგჯერ მახვილა ჭიაა „დამნაშავე“.

დაბოლოს, თქვენი ბავშვი შეიძლება უბრალოდ ეჩვევა შეგრძნებას, რომ პირში აქვს კბილები. კბილების კრაჭუნი არ არის იშვიათი იმ ჩვილებში, რომლებსაც პირველი კბილები ამოსდით, დაახლოებით 5-6 თვის ასაკში. ეს ასევე ხშირია ბავშვებში, რომლებიც იცვლიან სარძევე კბილებს, დაახლოებით 6 წლისთვის.

ბავშვების დაახლოებით 38%  კბილებს აკრაჭუნებს. ჩვევის დაწყების საშუალო ასაკი დაახლოებით 3.5 წელია, ხოლო გადაჩვევის  6 წელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ეს ჩვევა.

თქვენი შვილი უფრო მიდრეკილი იქნება ბრუქსიზმისკენ, თუ თქვენც გქონდათ ეს ჩვევა. ასევე, თუ ძილში ლაპარაკობს ან დორბლი ჩამოსდის. კბილების კრაჭუნი უფრო მეტად დამახასიათებელია ღამით, თუმცა ზოგიერთი დღისითაც აკრაჭუნებს, განსაკუთრებით ახალი კბილების შეჩვევის დროს.

შედეგები

როგორც წესი, კბილების კრაჭუნი უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ზიანის მომტანი. ბავშვების უმეტესობას არ უზიანდება კბილები ამ ჩვევით და იოლად ივიწყებენ, თუ ამაზე ყურადღებას არ გაუმახვილებენ უფროსები.

ჰკითხეთ თქვენს შვილს, ხომ არ სტკივა ყბა ან სახე და სტომატოლოგს სთხოვეთ, შეამოწმოს, ხომ არ აქვს კბილების პრობლემები ამ ჩვევის გამო.

შემიძლია რამე გავაკეთო, რომ გადაეჩვიოს?

თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ, როდის შეწყვეტს ბავშვი ამ ქცევას. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ მას აქვს მშვიდი ძილისთვის საჭირო რუტინა და არ აწუხებს რაიმე ტკივილი.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5