Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მზად იყავით ბავშვებთან კორონავირუსის შესახებ საუბრისთვის. მათ ალბათ უკვე აქვთ გარკვეული ინფორმაცია და სიჩუმე და საიდუმლოებები ვერ დაიცავთ. გახსოვდეთ, რომ გახსნილობა და გულწრფელობა მოქმედებს და ამასთანავე, დაფიქრდით, რამდენის გაგებას შეძლებენ. თქვენ მათ ყველაზე კარგად იცნობთ.

იყავით გახსნილი და მოუსმინეთ

საშუალება მიეცით თქვენს შვილს, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი განცდები. დაუსვით მას ღია კითხვები და გაარკვიეთ, რა იცის უკვე ამ თემის შესახებ.

იყავით გულწრფელი

ყოველთვის უპასუხეთ გულწრფელად და ასაკის შესაბამისად.

მხარი დაუჭირეთ

შესაძლოა, თქვენი შვილი შეშინებული ან დათრგუნული იყოს. წაახალისეთ, რომ მოგიყვეთ საკუთარ განცდებზე და აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ.

ნორმალურია, რომ არ გქონდეთ პასუხები

უთხარით, რომ „ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვმუშაობათ ამაზე“, „ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ…“. გამოიყენეთ ეს, როგორც შვილთან ერთად ახლის სწავლის შესაძლებლობა.

გმირები არ არიან ბულერები

აუხსენით, რომ COVID-19  არაფერი აქვს საერთო იმასთან, როგორ გამოიყურება ადამიანი, საიდანაა ან რა ენაზე ლაპარაკობს. უთხარით თქვენს შვილს, რომ შეგიძლიათ თანაუგრძნოთ ადამიანებს, ვინც ავად არის და მათ მომვლელებსაც. მოძებნეთ ამბები ადამიანებზე, ვინც მუშაობს ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად და უვლიან ავადმყოფებს.

გარშემო უამრავი ინფორმაციაა

და ზოგიერთი შეიძლება არ იყოს სიმართლე.   გაეცანით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისსაქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის , UNICEF-ის რეგულარულად განახლებად ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რათა გქონდეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი კითხვაზე – როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი ამ ვირუსისგან.

დაასრულეთ იმედიანად

გადამოწმეთ, თავს კარგად გრძნობს თუ არა. შეახსენეთ, რომ თქვენ ზრუნავთ მასზე და შეუძლია ნებისმიერ დროს დაგელაპარაკოთ. შემდეგ გააკეთეთ რამე სახალისო ერთად.

გაეცანით UNICEF-ის სხვა რჩევებს მშობლებისთვის:

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: იყავით პოზიტიური

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: დაგეგმეთ

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: მართეთ არასასურველი ქცევა

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: შეინარჩუნეთ სიმშვიდე

წყარო: https://www.unicef.org/coronavirus/covid-19-parenting-tips#1

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5