ორსულობის ჰორმონები ადუნებს თქვენს სახსრებსა და კუნთებს, დაჭიმული მუცლის კუნთები კი ზიანს აყენებს თქვენს პოზას. ჭინთვები მშობიარობის დროს ასევე იწვევს შემდგომში ზურგის ტკივილს. და არ დაგავიწყდეთ, რამდენ ხანს გიჭირავთ ხელში ამჟამად თქვენი პატარა.
ნორმალურია, რომ სხეულის დანარჩენი ნაწილების მსგავსად, თქვენს ზურგსაც სჭირდება დრო ჩვეული მდგომარეობის დასაბრუნებლად. ამიტომ, იყავით მომთმენი და გაუფრთხილდით საკუთარ თავს (და ზურგსაც!)
როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ ზურგის ტკივილს?
დააკვირდით, როგორ იხრებით და სწორდებით. დაიწყეთ მოძრაობა მუხლებიდან და არა ზურგიდან, როდესაც აგყავთ ბავშვები, იღებთ სარეცხს და ა.შ.
- არ მოიხაროთ, როცა აჭმევთ ბავშვს. სწორი ხერხემალი ბედნიერი ხერხემალია.
- ნელ-ნელა დაიწყეთ მსუბუქი, მშობიარობის შემდგომი ვარჯიშები.
- მიიღეთ თბილი აბაზანა.
- ჯდომის დროს ტერფები შემაღლებულად დადეთ.
- მოერიდეთ დიდხანს დგომას.
- სცადეთ მასაჟი.
ბევრი ახალი დედისთვის ზურგის ტკივილი მშობიარობის შემდგომი აღდგენის პროცესის ნაწილია. ეს არ არის იოლად ასატანი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დისკომფორტი სამუდამოდ არ გაგრძელდება და ეცადეთ, შეამსუბუქოთ ტკივილი.