Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვის პირველი ღიმილი ძალიან ამაღელვებელია მშობლებისთვის. ის თითქოს ჯილდოა უძილო ღამეებისთვის. ამავდროულად, ეს ნიშნავს, რომ პატარას სოციალური უნარები ვითარდება და თქვენი ახალშობილი ძილისგუდა არსებიდან კომუნიკაბელურ ადამიანად იქცევა.

როდის გაიღიმებს ჩემი ბავშვი პირველად?

ახალშობილის ღიმილი, სანამ ის მინიმუმ 1 თვის არ გახდება, უბრალოდ გაზების დამსახურებაა. მის პირველ “ჭეშმარიტ” სოციალურ ღიმილს ელოდეთ მე-6 და მე-8 კვირებს შორის და ეს, სავარაუდოდ, იქნება პასუხი ძალიან განსაკუთრებული ადამიანის, დედის ან მამის დანახვაზე. სოციალური ღიმილისთვის, ის გამოიყენებს მთელ სახეს და არა მხოლოდ პირს.

როგორ შემიძლია ჩემი ბავშვის გაღიმება?

გაუღიმეთ, ეთამაშეთ მას და ხშირად ესაუბრეთ. ახალშობილს თქვენი ალერსით ვერ „გააფუჭებთ“ და მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილები, რომლებსაც  ადრეულ ასაკში მოთხოვნილებებს მალევე უსრულებენ და ყურადღებით ანებივრებენ, უფრო სწრაფად ვითარდებიან და არიან მეტად კომუნიკაბელურები.

თუ ჩემი ბავშვი ჯერ არ იღიმის?

ყველაზე ბედნიერმა  ჩვილმაც კი შეიძლება პირველად 4 თვის ასაკში გაიღიმოს.

ალბათ გსმენიათ, რომ ღიმილის დაგვიანება აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეულ მაჩვენებლად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, ღიმილის დაგვიანება ძალიან იშვიათად არის ერთადერთი სიმპტომი, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი გამოავლენს. თუ თქვენს შვილს 4 თვის განმავლობაში არ გაუღიმია, მაგრამ გამოსცემს ხმოვნებს, გიყურებთ თვალებში და პასუხობს თქვენს სიტყვიერ და ვიზუალურ მითითებებს, ის შეიძლება უბრალოდ არ იყოს ბუნებრივად ღიმილიანი პიროვნება – ყოველ შემთხვევაში, მისი განვითარების ამ საწყის ეტაპზე. კარგი იქნება, თუ პედიატრს გაესაუბრებით ამ თემაზე.

რას ველოდოთ პირველი ღიმილის შემდეგ?

პირველი ღიმილის შემდეგ თქვენი პატარა ივარჯიშებს, რომ ცოტა ხანში თქვენს მოყოლილ ამბებზე პირველი სიცილით გიპასუხოთ.

წყარო: whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5