Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები კორონავირუსის გადაცემის შესახებ:

1. ზედაპირებიდან გადაცემის ძალიან დაბალი რისკი.

2. ღია ცის ქვეშ აქტივობებიდან გადაცემის ძალიან დაბალი რისკი.

3. გადაცემის ძალიან მაღალი რისკი დახურულ სივრცეებში შეკრებისას, როგორიცაა ოფისები, რელიგიური ადგილები, კინოდარბაზები, სპორტდარბაზები და თეატრები.

ეს ბოლოდროინდელი აღმოჩენები უნდა გავითვალისწინოთ, რათა საუკეთესოდ გავუმკლავდეთ სიტუაციას. დროა, შევამციროთ პანიკა ზედაპირიდან გადაცემის შესახებ და ძალიანაც ნუ ვიჩქარებთ ოფისებში დაბრუნებას.

რა სჭირდება გადაცემას?

ადამიანის წარმატებით დასაავადებლად ვირუსს სჭირდება 1000 ვირუსული ნაწილაკის (ვნ) დოზა.

ქვემოთ ჩამოთვლილია, რამდენ ვირუსულ ნაწილაკს ვაფრქვევთ ადამიანები სხვადასხვა ქმედების დროს:

>სუნთქვა: —20 ვნ/წთ

>საუბარი: —200 ვნ/წთ

>ხველა: —200 მლნ ვნ/წთ (მათი დიდი რაოდენობა შეიძლება დარჩეს ჰაერში საათების განმავლობაში ცუდად განიავებულ გარემოში).

>დაცემინება: —200 მლნ ვნ/წთ

ფორმულა

წარმატებით დაინფიცირება = (ვირუსის ზემოქმედება x დრო)

სცენარები

1. ვინმეს სიახლოვეს ყოფნა (2 მეტრამდე დისტანციით: დაბალი რისკი, თუ 45 წუთზე ნაკლებს გრძელდება.

2. ვინმესთან პირისპირ საუბარი (პირბადით): დაბალი რისკი, თუ 4 წუთზე ნაკლებს გრძელდება.

3. ვინმე თუ გვერდით ჩაგივლით (სიარული, სირბილი, ველოსიპედით სიარული): დაბალი რისკი.

4. კარგად განიავებული სივრცეები, დისტანცირებით: დაბალი რისკი (შეზღუდული ხანგრძლივობა).

5. სასურსათო მაღაზიები: საშუალო რისკი (შეიძლება დაბალ რისკამდე შემცირდეს დროის შეზღუდვის და ჰიგიენის დაცვის შემთხვევაში)

6. დახურული სივრცეები: მაღალი რისკი.

7. საზოგადოებრივი აბანოები/საერთო ადგილები: ზედაპირიდან/ფომიტებიდან გადაცემის მაღალი რისკი.

8. რესტორნები: მაღალი რისკი (შეიძლება შემცირდეს საშუალო რისკამდე, ზედაპირზე შეხების გაკონტროლებით).

9. სამუშაო ადგილები/სკოლები (სოციალური დისტანცირებითაც კი): ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის ზედაპირებიდან გადაცემის რისკი.

10. წვეულებები/ქორწილები: ძალიან მაღალი რისკი

11. ბიზნეს კავშირები/კონფერენციები: ძალიან მაღალი რისკი

12. არენები/კონცერტები/კინოთეატრები: ძალიან მაღალი რისკი.

რისკ ფაქტორები

თქვენი რისკის გამოთვლის ფაქტორებია:

– დახურულ სივრცეში vs ღია სივრცეში

– ვიწრო სივრცეები vs ფართო, განიავებული სივრცეები

– ხალხის მაღალი სიმჭიდროვე vs ხალხის დაბალი სიმჭიდროვე

– ხანგრძლივი კონტაქტი vs ხანმოკლე კონტაქტი

პირველ შემთხვევებში რისკი უფრო მაღალია.

წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5