COVID-19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა და მის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (WHO)ცნობილი გახდა 2020 წლის 14 დეკემბერს, ამჟამად მინიმუმ 34 ქვეყანაში გავრცელებული.
COVID-19-ის ახალი ვარიანტი, როგორც ჩანს, უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამები და ექსპერტების თქმით, მის მიმართ ბავშვებიც უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე ადრინდელი შტამების დროს. აი, რა უნდა იცოდეთ თქვენი ბავშვების უსაფრთხოებისთვის.
B.1.1.7 ვარიანტს აქვს რამდენიმე მუტაცია, სპაიკის ცილაზე – იმ ნაწილზე, რომელიც აძლევს საშუალებას ვირუსს მიეკრას ადამიანის უჯრედების რეცეპტორებს. ითვლება, რომ ეს საშუალებას აძლევს ახალ შტამს უფრო ადვილად შეაღწიოს უჯრედებში, რაც იწვევს ინფექციას.
BMJ–ის ანალიზის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ეს რიცხვი ემყარება მოდელირებას და ჯერ ლაბორატორიული ექსპერიმენტებით არ არის დადასტურებული.
ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი იწვევს უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ამასთან, უფრო სწრაფად გადაცემა ნიშნავს უფრო მეტ შემთხვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლინიკაში მკურნალობის საჭიროების მომატებული მაჩვენებელი.
როგორ მოქმედებს B.1.1.7 ბავშვებზე?
პირველი, კარგი ამბავი – B.1.1.7, როგორც ჩანს, უფრო ძლიერი არ არის ბავშვებისთვის. არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.
რასელ ვინერმა, ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, განუცხადა BBC-ის, რომ ”ბავშვებისა და ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას ან ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. ჩვენ ვერ ვხედავთ უფრო მეტ სიმძაფრეს ბავშვებსა და ახალგაზრდებში.”
მაგრამ რჩება კითხვის ნიშანი იმის შესახებ, ვრცელდება თუ არა B.1.1.7 ვარიანტი უფრო ადვილად ბავშვებში და მეცნიერები ამის დასადგენად ბევრს მუშაობენ.
რატომ არის COVID-19 ნაკლებად მძიმე ბავშვებში?
კორონავირუსის ადრინდელი შტამები არ აინფიცირებდა ბავშვებს იგივე ტემპით, როგორც მოზრდილებს, შესაძლოა იმიტომ, რომ ბავშვებს აქვთ ACE2 რეცეპტორების ნაკლები რაოდენობა – “შესასვლელები”, რომელთაც ვირუსი იყენებს სხეულის უჯრედებში შესაღწევად.
„რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით ნაკლებია ACE-2 რეცეპტორები“, – განმარტავს დოქტორი ნატერსონი. „ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ამით აიხსნება, თუ რატომ არ ავადდებიან ბავშვები ინფექციით და რატომ არ გადასცემენ მას ასე ადვილად სხვებს“.
კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, იმის გამო, რომ ბავშვებს უამრავჯერ აქვთ გადატანილი კორონავირუსის სხვადასხვა შტამები, შესაძლოა ჰქონდეთ იმუნიტეტი SARS-CoV-2-ზეც.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა?
დოქტორი ნატერსონის თქმით, მშობლებმა B.1.1.7 ვარიანტისგან თავის დასაცავად იგივე ნაბიჯები უნდა გადადგან, რასაც აქამდეც აკეთებდნენ COVID-19-თან საბრძოლველად: „დარჩით სახლში, რაც შეიძლება დიდხანს; ხშირად და კარგად დაიბანეთ ხელები; ატარეთ ნიღბები და დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია ნებისმიერ დროს, როდესაც ისეთ ადამიანთან ერთად ხართ, ვინც თქვენს სახლში არ ცხოვრობს.“
წყარო: www.verywellfamily.com