Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება პედიატრი მაია ხერხეულიძე.

ვესაუბრეთ ჭარბი წონის პრობლემაზე  ბავშვებში. ანმრთელობის რა პრობლემებს იწვევს ჭარბი წონა?

სიმსუქნე და ჭარბი წონა უკანასკნელ პერიოდში ნამდვილად გახდა ჯანდაცვის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი პრობლემა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჭარბი წონის პრობლემა პანდემიად  გამოაცხადა. პირველ რიგში მოიმატა სიხშირემ და  შემთხვევათა რაოდენობამ  არა მარტო მოზრდილ პოპულაციაში, არამედ ბავშვებში და მოზარდებშიც. არაერთი კვლევით დადგენილია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში და შემდეგ მოზარდებში ჭარბი წონის ქონა  ხშირ შემთხვევაში არის ასოცირებული და დაკავშირებული  მოზრდილ ადამიანთან ჭარბი წონის შემთხვევასთან. როდესაც ჭარბი წონა აქვს ბავშვს სასკოლო ასაკში და მოზარდობის პერიოდში, უხშირესად ეს ნიშნავს, რომ ჭარბი წონა ექნება მას  ზრდასრულობის პერიოდშიც. 

ჭარბ წონას და სიმსუქნეს უკავშირდება არაერთი ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არ არის  მარტო ჯანმრთელობის პრობლემა, ჭარბ წონას გარკვეულწილად უკავშირდება  მენტალური პრობლემებიც. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჭარბი წონა და სიმსუქნე მკვეთრად ზრდის  მოზრდილებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და  ჰიპერტენზიის რისკს; მკვეთრად იზრდება სიმსუქნესთან ასოცირებული შაქრიანი დიაბეტის განვითარება, გაცილებით უფრო მაღალია ასთმური დაავადებები, კერძოდ ბრონქული ასთმის შემთხვევები იმ ადამიანებში, რომლებსაც ჭარბი წონა აქვს; მაღალია ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემებიც – ოსტეოპოროზები, ტრავმები… ჭარბი წონის არსებობა ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და ყველაზე მეტად დაკავშირებულია ადამიანის თვითშეფასებასთან. სკოლის ასაკის ბავშვებში ინიციატივების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული ეს პრობლემა,  მოზარდობისას, როდესაც  განსაკუთრებული აქცენტი კეთდება  გარეგნობაზე, ამ პრობლემამ შეიძლება დაბალი თვითშეფასება გამოიწვიოს; ჭარბი წონა ხდება დეპრესიების, გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილების მიზეზი  და ეს პრობლემა ძალიან ბევრ სოციალურ ფაქტორთან ხდება  დაკავშირებული. უნდა გავიაზროთ, რომ ჭარბი წონა ეს არ არის მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. სხვადასხვა გამოკვლევებით დგინდება, რომ მეხსიერების და მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემების მაღალი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა ან  მიდრეკილება აქვთ ჭარბი წონისადმი. ეს პრობლემა პრაქტიკულად მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე და აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

იქნება ჭარბი წონის პრევენცია?

პრევენცია არის ჯანსაღი კვებითი ჩვევების გამომუშავება. სწორ კვებით ჩვევებს  ჩვენ ვაყალიბებთ  ბავშვობის ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით,  შემდგომ  კი ადამიანი მიჰყვება ამგვარ  ცხოვრების წესს მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5