Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენ შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ თქვენი მშობიარობის შემდგომი მუცლის დანახვით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე გარეთაა, მუცელი ისევ მრგვალი და რბილი შეიძლება იყოს და გამოიყურებოდეს, თითქოს 6 თვის ორსული ხართ. 

ბევრ ქალს  მშობიარობის შემდეგაც რჩება მუქი ვერტიკალური ზოლი მუცელზე, რომელსაც „ლინეა ნეგრას“ ეძახიან და დაახლოებით 1 წლის შემდეგ გაქრება.  სტრიები, ვარდისფერი ხაზები, რომლებიც კანის გაჭიმვის შედეგია, დაახლოებით 6-12 თვისთვის გაფერმკრთალდება. 

მშობიარობის შემდეგ თქვენი სხეულის, განსაკუთრებით კი მუცლის სრულ აღდგენას დრო სჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მუცელი ბუშტია, რომელიც ნელ-ნელა იბერება ნაყოფის ზრდასთან ერთად. მშობიარობას არ შეუძლია გახეთქოს ბუშტი, ის ნელ-ნელა იწყებს ჩაფუშვას. მაგრამ ნუ იღელვებთ – ეს პროცესი შეუქცევადია.

ბავშვის დაბადებისთანავე, ჰორმონალური ცვლილებები იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვებს, რათა ის დაუბრუნდეს ორსულობამდელ მდგომარეობას. 6-8 კვირაში ის უბრუნდება ნორმალურ ზომას. ამ პროცესის დასაჩქარებლად ძუძუთი კვება საუკეთესო საშუალებაა. ორსულობის დროს შეშუპებული სხეული თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან, რომელიც გამოიყოფა შარდის, ვაგინალური გამონადენის და ოფლის სახით.  ზედმეტი ცხიმი კი, რომელიც ნაყოფის გამოსაკვებად გჭირდებოდათ, დაიწყებს წვას, განსაკუთრებით თუ ძუძუთი კვებავთ და ვარჯიშობთ. შედეგს რამდენიმე კვირაში დაინახავთ. 

ორსულობამდელი სხეულის დაბრუნების სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ 

  • როგორი წონა გქონდათ ორსულობამდე, 
  • რამდენი მოიმატეთ, 
  • რამდენად აქტიური ხართ 
  • და რა თქმა უნდა, გენეტიკაზე.

უფრო სწრაფად დაიბრუნებთ ორსულობამდელ წონას, თუ

  • ორსულობისას მოიმატეთ 14 კილოგრამზე ნაკლები
  • ორსულობისას ვარჯიშობდით რეგულარულად
  • ბავშვს კვებავთ ძუძუთი
  • გყავთ მხოლოდ ერთი ბავშვი.

დიეტა

დაბალკალორიული დიეტა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, მაგრამ სანამ ამას გადაწყვეტთ, აცადეთ ბუნებას და ვარჯიშს. დაელოდეთ 6 კვირა და სასურველია, რამდენიმე თვეც კი, განსაკუთრებით თუ მეძუძური დედა ხართ. ნუ დაიცავთ მკაცრ დიეტაზე – წონის სწრაფი დაკლება გავლენას ახდენს ძუძუთი კვების უნარზე. ექსტრემალური დიეტა თქვენს სხეულს შიმშილის რეჟიმში აყენებს, ხოლო სტრესი და დაღლილობა ამცირებს თქვენ მიერ წარმოქმნილი რძის რაოდენობას. ასევე, ძალიან ბევრი დიეტის დროს, შეიძლება ვერ მიირთვათ საკმარისი საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენმა პატარამ შეიძლება ვერ მიიღოს ყველა ის ცხიმი და ვიტამინი, რომელიც მას სჭირდება დედის რძიდან.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი