Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ალბათ შეგინიშნავთ ადამიანები, რომლებსაც ორი პირბადე ერთად უკეთიათ. თუმცა, რამდენად სწორია ის დაშვება, რომ 2 ნიღაბი უფრო მეტად დაგიცავთ, ვიდრე ერთი?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნიღაბი გიკეთიათ. თუ N95-ის ან ნამდვილი ქირურგიული ნიღბის მოპოვება შეძელით (არა “სამედიცინო გარეგნობის” ნიღბები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ მაღაზიაში), მაშინ ზემოდან სხვა ფენის დამატება არაა საჭირო. ისინი  დამზადებულია მჭიდროდ ნაქსოვი მასალებისგან, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ვირუსული ნაწილაკების შეღწევის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ მათ, ალბათ, დამატებითი დახმარება არ სჭირდებათ.

თუ იყენებთ ნაჭრის პირბადეს, მეორე ნიღბის ტარებამ შესაძლოა უფრო ნაკლები ვირუსული ნაწილაკი გაატაროს თქვენს ცხვირ-პირამდე. ბოლოდროინდელი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ორი ფენის ქსოვილის სახის ნიღაბი უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ერთი ფენის ნიღაბი. ნიშნავს ეს იმას, რომ დამატებითი ფენები, რომელსაც მიიღებთ ორმაგი ნიღბისგან, კიდევ უფრო მეტად დაგიცავთ? ამის შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები, მაგრამ სანამ კვლევის შედეგები გვექნება, ალბათ უმჯობესი იქნება გამოიყენოთ  დაცვის მეტი საშუალება, განსაკუთრებით თუ უფრო მაღალი რისკის სიტუაციაში აღმოჩნდებით, მაგალითად, COVID-19–ით დაავადებულ ადამიანთან ცხოვრებისას.

ამასთან, ნუ შეიქმნით უსაფრთხოების ცრუ განცდას, რომ ორმაგი ნიღბები ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ უსაფრთხოების სხვა ზომების მიღება. გაითვალისწინეთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა.

გარდა ამისა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ფენა ქსოვილს შეიცავს თქვენი პირბადე, დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ გეკვრით სახეზე. თუ ორმაგი ნიღაბი გიქმნით არასასიამოვნო შეგრძნებას და გაცდუნებთ, რომ ნიღაბი ჩამოიწიოთ ცხვირის ქვეშ (არა, არა!) ან საერთოდ, ნიკაპზე, უბრალოდ ატარეთ  ჩვეულებრივი ნიღაბი.

წყარო: blogs.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5