Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთვა არა მხოლოდ დედებს აქვთ. ახალბედა მამების დაახლოებით 10% განიცდის მათ და თუ პარტნიორსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს, ეს რიცხვი იზრდება 25-50%-მდე. დეპრესია შეიძლება დაიწყოს ჯერ კიდევ პარტნიორის ორსულობის დროს, თუმცა უფრო ხშირია ბავშვის გაჩენიდან 3-6 თვეში.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები მამებში:

  • მომატებული ბრაზი და კონფლიქტი სხვებთან
  • ალკოჰოლის და ქუჩის ნარკოტიკების მოხმარების გაზრდა
  • იმედგაცრუება ან გაღიზიანებულობა
  • ძალადობრივი ქცევა
  • წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება
  • ოჯახისგან და მეგობრებისგან განცალკევება
  • იოლად დასტრესვა
  • იმპულსურობა ან რისკის შემცველი ქცევა (მაგალითად, მანქანის დაუდევრად მართვა)
  • გადაღლილობა. ცინიზმი
  • ფიზიკური ჩივილები, როგორიცაა თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ან ტკივილი
  • კონცენტრაციის და მოტივაციის პრობლემები
  • ინტერესის დაკარგვა სამსახურისადმი, ჰობისადმი და/ან სექსისადმი
  • გამუდმებული მუშაობა
  • სამსახურში პროდუქტიულობის დაკარგვა
  • დაღლილობა
  • სევდა და უმიზეზოდ ტირილი
  • კონფლიქტი საკუთარ თავთან: ის, ვინც უნდა იყოთ, თქვენი აზრით და ის, ვინც ხართ
  • ფიქრები სუიციდისა და სიკვდილის შესახებ

ზოგიერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიას ახალბედა ან შვილის მომლოდინე მამებში:

  • დეპრესიის პირადი ისტორია
  • დეპრესიის ოჯახური ისტორია
  • ღელვა მშობლობის შესახებ
  • ფინანსური პრობლემები
  • სოციალური და ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა
  • სტრესი ოჯახთან ან პარტნიორთან ურთიერთობაში
  • ყურადღების და/ან სექსის ნაკლებობა პარტნიორისგან
  • მშობიარობის სტრესული გამოცდილება
  • ძილის ნაკლებობა ბავშვის დაბადების შემდეგ
  • დედისა და ბავშვის კავშირისგან გარიყვის შეგრძნება

მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან გამკლავება

კვლევამ აჩვენა, რომ თერაპია ძალიან ეფექტურია დეპრესიის სამკურნალოდ და ის შეიძლება კომბინირებული იყოს მედიკამენტებთან. მთავარია, რომ კაცმა დახმარება მიიღოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ლიცენზირებული სპეციალისტისგან.

თერაპიასთან ერთად შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი რჩევები:

– ესაუბრეთ მეგობრებს ან თანამშრომლებს, რომლებიც ასევე ახალბედა მშობლები არიან. თქვენ, სავარაუდოდ, ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგახართ.

– თავს მიხედეთ; გამონახეთ დრო დასვენებისთვის და გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გსიამოვნებთ.

– შეეცადეთ, ისაუბროთ თქვენს პარტნიორთან თქვენი ურთიერთობის შესახებ, თუნდაც ეს დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი იყოს.

– ნუ ელოდებით ყველაფრის გამოსწორებას. რაღაცები შეიძლება არ გამოგივიდეთ და მიიღეთ ეს.  

– თუ შესაძლებელია, შეეცადეთ ცოტა ხნით დაისვენოთ სამუშაოსგან.

– იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით, რომელთანაც შეგიძლიათ გულახდილად ისაუბროთ თქვენი გამოცდილების შესახებ. ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ფსიქოთერაპევტი.

– იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგად იკვებეთ, ივარჯიშეთ და მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.

წყარო: http://postpartum.org/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5