მშობიარობის შემდგომი პირველი ექვსი კვირის განმავლობაში თქვენი სხეული იწყებს ძალების აღდგენას. დედობის ემოციების გამო შესაძლებელია მთლიანად ბავშვზე ზრუნვაზე გადაერთოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოვლაც. დაიწყეთ თქვენი სხეულის მოსმენით და მიიღეთ ინფორმაცია სიმპტომების შესახებ, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ და მიმართოთ ექიმს.
ყველაზე გავრცელებული მშობიარობის შემდგომი პრობლემებია:
- შარდის ბუშტის პრობლემები;
- სხეულის ტკივილი;
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
- შეკრულობა და ბუასილი;
- მკერდის გამაგრება;
- სპაზმები;
- დაღლილობა;
- გუნება-განწყობილების ცვლილებები;
- ტკივილი (შორისის, ზურგის, კისრის, მხრების);
- მენჯის ძვლის პრობლემები;
- მშობიარობის შემდგომი სისხლდენა;
- ტკივილი ვაგინალურ არეში.
მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდგომი ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესობას მრავალი ქალი განიცდის, ისინი მოსალოდნელია (ექიმების მიერ) და შედარებით უმნიშვნელოა (თუმცა შეიძლება მტკივნეული ან არასასიამოვნო იყოს), ზოგიერთ პრობლემას სამედიცინო დახმარება სჭირდება. თითოეული ქალის მშობიარობის შემდგომი გამოცდილება მხოლოდ მისთვის იქნება უნიკალური, ეს დამოკიდებულია ორსულობაზე, მშობიარობაზე, სამედიცინო ისტორიასა და სხვა ფაქტორებზე. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს:
- გულმკერდის ტკივილი;
- ხველა ან ქოშინი;
- კრუნჩხვა;
- საკუთარი თავის ან ბავშვის დაზიანების აზრები;
- მუცლის ქვედა არეში ძლიერი ტკივილი;
- ფეხების ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობა.
მშობიარობის შემდგომი სიცხე და ინფექციის სხვა ნიშნები
ბუნდოვანი მხედველობა, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა. ეს შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევის ან მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსიის ნიშანი.
38.3°-ზე მაღალი ტემპერატურა. ეს შეიძლება იყოს ენდომეტრიტის – საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება ან სხვა ინფექცია.
ტკივილი შორისის არეში.
მკერდის ტკივილი გრიპის მსგავსი სიმპტომებით. რძის ჩადგომის დროს ქალების უმეტესობას აქვს გარკვეული ტკივილი ან დისკომფორტი მკერდში, მაგრამ თუ გაქვთ ტკივილი გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ცხელება და / ან წითელი ზოლები მკერდზე, მას შეუძლია გამოიწვიოს მასტიტი (ძუძუს ქსოვილების ანთება).
მშობიარობის შემდგომი პრობლემების სხვა ნიშნები:
ხველა ან ქოშინი;
შარდვის გაძნელება. თუ მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გიჭირთ შარდვა, ეს შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი.
დრენაჟი. საშოდან სუნიანი გამონადენი, ან ნაკერების ან საკეისრო კვეთის ჭრილობიდან გამონადენი შესაძლოა იყოს ინფექციის ნიშანი.
ძლიერი სისხლდენა: თუ გჭირდებათ მენსტრუალური საფენის გამოცვლა ყოველ 1-2 საათში, გამონადენს თან ახლავს ან არ ახლავს კოლტები, შეიძლება ეს პრობლემის ნიშანი იყოს.
ტკივილი გულმკერდის არეში, ფეხებსა და ტერფებში: ეს შეიძლება იყოს თრომბის ნიშანი, მაგალითად, ღრმა ვენის თრომბოზის.
მუცლის მუდმივი ტკივილი: როგორც კი თქვენი საშვილოსნო შეიკუმშება, მუცლის ტკივილი უნდა გაქრეს.
სუნთქვის გაძნელება: სუნთქვის გაძნელება გულმკერდის ტკივილით ან მის გარეშე, შეიძლება იყოს ფილტვის ემბოლიის სიმპტომი. სხვა ნიშნებია სისხლიანი ნახველი, თავბრუსხვევა და სისუსტის შეგრძნება.
ღებინება: ორსულობის შემდგომ ჰორმონების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს განცდა, რომ დილის გულისრევები დაგიბრუნდათ. ღებინება ასევე შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი. თუ ვერ შეძლებთ საკვების შენარჩუნებას და გაქვთ გაუწყლოვანების ნიშნები, მიმართეთ ექიმს.
წყარო: www.verywellfamily.com
გაეცანით ჩვენს სტატიებს მშობიარობის შემდგომ პერიოდზე: