Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ჩაბრუნებული ფრჩხილი?

ჩაბრუნებული ფრჩხილი გავრცელებული პრობლემაა ყველა ასაკში, ჩვილების ჩათვლით. ფრჩხილი, როგორც წესი, იზრდება გარშემორტყმული რბილი კანის ზემოთ. როდესაც ის გადაიზრდება რბილ კანში კიდეებზე ან გვერდებზე, ამბობენ რომ ფრჩხილი “ჩაბრუნებულია”

ჩაბრუნებული ფრჩხილის სიმპტომები

ფრჩხილის ჩაბრუნების სიმპტომები შესაძლოა განსხვავდებოდეს ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს საერთო ნიშნები:

  • სიწითლე
  • შეშუპება
  • მგრძნობიარობა შეხებაზე
  • გამონადენი, მაგალითად ჩირქოვანი, რომელიც ინფექციაზე მიუთითებს

ეს სიმპტომები ვრცელდება იმ ადგილას, სადაც ფრჩხილი კანში შედის, როგორც წესი ცერა თითზე, თუმცა ნებისმიერ თითს შეიძლება დაემუქროს ჩაზრდის საფრთხე.

ბავშვმა შეიძლება მოქაჩოს ჩაბრუნებული ფრჩხილი. შეხების დროს ატირდეს ან წამოიკვნესოს. თუ თქვენი პატარა უკვე დადის, შეიძლება დაიჩივლოს სიარულისას, უარი თქვას  ფეხსაცმლის ჩაცმაზე ან კოჭლობით იაროს.

როგორ ვუმკურნალოთ შინ?

თუ თქვენ ხედავთ ინფექციის ნიშნებს (მაღალი ტემპერატურა, ჩირქოვანი გამონადენი, გადაჭარბებული სიწითლე და შეშუპება), აუცილებლად მიმართეთ ბავშვის პედიატრს.

თუმცა, ინფექციის გამორიცხვის შემდეგ შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი მეთოდები:

1.ფეხის თბილი აბაზანა

დღეში 3-4-ჯერ 10-20 წუთის განმავლობაში ჩასვით ბავშვი თბილ (და არა ცხელ) აბაზანაში ან ჩააყოფინეთ ფეხები საპნიან წყალში.

2.დაუმასაჟეთ დაზიანებული უბანი

ნაზად დაუმასაჟეთ ფრჩხილის ირგვლივ კანი. ამან შესაძლოა ფრჩხილი სწორ მდებარეობას დაუბრუნოს.

3.წაუსვით ანტიბიოტიკის შემცველი კრემი

ჰკითხეთ პედიატრს, ხომ არ არის საჭირო ანტიბიოტიკის შემცველი კრემი გაღიზიანების შესამცირებლად და ინფექციის თავიდან ასარიდებლად. თუ თქვენი პატარა პირში იდებს ფეხის თითებს, ძილში წაუსვით მცირე რაოდენობის მალამო.

4.დაიცავით დაზიანებული უბანი, მაგრამ არ შეზღუდოთ

ეს ბევრად ადვილია, თუ თქვენი პატარა ჯერ არ დახოხავს ან დადის და საკმარისად თბილა იმისთვის, რომ ფეხშიშველად დატოვოთ. თუ შიშველი ფეხები და სისუფთავე ამ ეტაპზე თქვენი შვილის ცხოვრებაში ერთად წარმოუდგენელია, ჩააცვით ისეთი ფეხსაცმელი ან წინდა, რომელიც მჭიდროდ არ ექნება. ეს ამცირებს დაწოლას დაზიანებულ ფრჩხილზე და იცავს გაღიზიანებისგან.

სცადეთ ეს მეთოდები ერთი კვირის განმავლობაში. ამასობაში, ფრჩხილები გაიზრდება, მათ შორის ვიმედოვნოთ, რომ ჩაბრუნებულიც. როდესაც ბავშვის ფრჩხილები საკმაოდ გაიზრდება, რომ დაჭრა შეიძლებოდეს, მოჭერით სწორად (სხვა სიტყვებით, ნუ მოამრგვალებთ, როგორც ხელის თითების შემთხვევაში)

როდის მივაკითხოთ ექიმს?

თუ 1 კვირის შემდეგ კანი ისევ შეშუპებული, შეწითლებული და მგრძნობიარეა, მიმართეთ პედიატრს. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამონადენი, სიცხე, გადაჭარბებული სიწითლე და შეშუპება ინფექციის ნიშნებია და სჭირდება სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა.

შეიძლება ეს მშობელმა გამოიწვიოს?

ბევრი მშობელი ღელავს, რომ შესაძლოა ის იყოს დამნაშავე ბავშვის ფრჩხილის ჩაბრუნებაში. თუმცა, ნუ დაიდანაშაულებთ თავს: რაც არ უნდა კარგად აკეთებდეთ ყველაფერს, ჩვილების ფრჩხილები ნაზია და სწრაფად იზრდება, რის გამოც ხშირად ვხვდებით ამ პრობლემას. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკის როლიც.

ფრჩხილების დაჭრისას გაითვალისწინეთ, რომ მოკლე ფრჩხილი შეიძლება ჩაბრუნდეს, თუ კანთან მეტისმეტად ახლოს მოჭრით.

როგორ ავარიდოთ ბავშვს ფრჩხილის ჩაბრუნება?

  • მოარიდეთ მჭიდრო ფეხასაცმელებსა და წინდებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან ბავშვებს ფეხი სწრაფად ეზრდებათ.
  • მოაჭერით ფრჩხილები ხშირად, მაგრამ ძალიან ხშირად არა – 1-2 კვირაში საკმარისია.
  • გამოიყენეთ მკვნეტარა მაკრატლის ნაცვლად
  • ფრჩხილები მოაჭერით სწორად, არ სცადოთ კიდეების მომრგვალება.
  • ოდნავ მოუქლიბეთ ბასრი კიდეები
  • თავი აარიდეთ კანთან ახლოს მოჭრას

თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენს პატარას ხშირად უბრუნდება ფრჩხილი, დაელაპარაკეთ ამის შესახებ პედიატრს.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5