Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილებს მრავალი უცნაური ქცევა აქვთ, ძილის დროს შეკრთომებით დაწყებული გაუჩერებელი სლოკინით დამთავრებული. ისინი ხომ ჯერ კიდევ განაგრძობენ განვითარებას, ცუდად ხედავენ, არ შეუძლიათ დახმარების გარეშე ამოქარვება ან თავის კონტროლი.

ახალშობილებს არ შეუძლიათ საკუთარი სხეულის გაკონტროლებაც და შესაძლოა შეგაშინოთ თავიანთი უეცარი მოძრაობებით ან შეკრული მუშტებით. მაგრამ არის თუ არა ეს ნამდვილად საყურადღებო ან საშიში?

რატომ კრავენ ჩვილები მუშტებს?

ახალშობილები მუშტებს კრავენ ხელის ჩავლების რეფლექსის გამო. თუ ბავშვს შეეხებით ხელისგულზე, ის მაშინვე ჩაებღაუჭება თქვენს თითს. ეს ინსტინქტურია და ირეკლავს იმ პოზიციას, რომელშიც იმყოფებოდა საშვილოსნოში.

მუშტების შეკვრა შესაძლოა იყოს შიმშილის ან სტრესის ნიშანი.  როდესაც ახალშობილებს შიათ, მთელი სხეულით შეიძლება დაიჭიმონ და ეს მოიცავს მათ მუშტებსაც. ამასთან, როდესაც ისინი დანაყრდებიან, მუშტები გაიხსნება და ხელები მოდუნდება.

როდის ხსნიან ჩვილები მუშტებს და იწყებენ ხელების გამოყენებას?

ხელის ჩავლების რეფლექსი გაივლის 3-4 თვისთვის. ნერვული სისტემის განვითარებასთან ერთად მათი ხელები მოდუნდება და მუშტებსაც გაშლიან. 5-6 თვისთვის კი ადვილად შეძლებენ მისწვდნენ საგნებს და დაიჭირონ ხელში. თქვენ შეიძლება ამაში ავარჯიშოთ საჩხარუნოების და მისთვის საინტერესო საგნებით დაინტერესებით. ამერიკის პედიატრიის აკადემია ამ მიზნით გვირჩევს 6 თვიდან მყარი საკვების დამატებას კოვზით და წყლის შეთავაზებას ტუჩიანი ჭიქით, ასევე მივცეთ საშუალება ჭამოს საკუთარი ხელებით.

როდის არის მუშტების შეკვრა საყურადღებო?

უმეტეს შემთხვევებში მუშტების შეკვრა არ არის საშიში. თუმცა, თუ 3-4 თვის მერეც გაგრძელდება, შესაძლებელია ეს იყოს ნევროლოგიური პრობლემებით გამოწვეული. მაგალითად,  ცერებრალური დამბლა ახდენს გავლენას ადამიანის მოძრაობის უნარზე და ყოველწლიურად 1000-დან 2 ბავშვი  იბადება ამ მდგომარეობით. ამიტომ, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ამის შესახებ ბავშვის პედიატრს, რათა გამოირიცხოს მუშტების შეკვრის სერიოზული მიზეზი.

წყარ: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5