Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრი მშობელი გრძნობს, რომ მათი შვილები ამა თუ იმ დროს “კონტროლს” არ ექვემდებარებიან. ჩვეულებრივ, ეს გრძნობა საკმაოდ ხანმოკლეა. ზოგი მშობლისთვის კი ნორმად იქცა. მათი შვილები უარს ამბობენ მოსმენაზე, არღვევენ წესებს და შედეგებზე ნაკლებად ფიქრობენ.

თუ მსგავს სიტუაციაში გრძნობთ თავს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ავტორიტეტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია თქვენი შვილების კეთილდღეობისთვის და ასევე, საკუთარი ემოციური ჯანმრთელობისთვისაც.

გიყვარდეთ უპირობოდ

დაანახეთ და აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ის გიყვართ უპირობოდ, მაშინაც კი, როცა ისე არ იქცევა, როგორც თქვენ გსურთ. ყოველთვის გაუმახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ შეიძლება მისი საქციელი არ მოგწონდეთ, მაგრამ ამ დროს ის ისევ ისე გიყვართ, როგორც კარგი ქცევის დროს.

დაადგინეთ წესები

გჯერათ ეს თუ არა, ბავშვებს მოსწონთ წესები. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, როდესაც იციან, რომ მათი მშობლები კარგი ლიდერები არიან, რომლებსაც შეუძლიათ წესების დადგენა და შესრულება. თუმცა, არ გადააჭარბოთ და არ გახდეთ მშობელი, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს და სურვილებს. (ნახეთ ჩვენი სტატია აღზრდის სტილებზე და მათ გავლენაზე ბავშვებში).

შეამცირეთ ქაოსი  წესების მკაფიო ჩამონათვალის შექმნით. მაგალითად, „გამოიყენე კეთილი სიტყვები” და “ჰკითხე, სანამ დაიკოს სათამაშოს აიღებ”. წესების შესრულება უფრო მარტივია, როდესაც მათ ბავშვებთან ერთად შეიმუშავებთ და ჩამოწერთ.

დაგეგმეთ დღე

გამოყავით დრო საშინაო დავალების, საქმის, სადილის, ოჯახის საქმიანობისა და თამაშისთვის. შემდეგ, შეეცადეთ  მაქსიმალურად დაიცვათ ეს გრაფიკი.

ჩართეთ საოჯახო საქმეებში

იქნება თქვენი შვილი 4 თუ 14 წლის, ყოველთვის მიანდეთ ასაკის შესაბამისი საქმე.

ელაპარაკეთ დადებითად

უთხარით ის, რაც შეუძლიათ, იმაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რისი გაკეთება არ შეუძლიათ. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „ტელევიზორს ვერ უყურებთ, სანამ ოთახს არ დაასუფთავებთ“, თქვით: „ტელევიზორის ყურება შეგიძლიათ, როგორც კი ოთახს დაალაგებთ“.

უპასუხეთ არასასურველ  ქცევას

მკაფიო შედეგების დადგენა წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვანია. მიეცით თქვენს შვილს საშუალება აიღოს პასუხისმგებლობა მის ქცევაზე. თუ ის კედლებს შეღებავს, შეუძლია გაირეცხოს.

წაახალისეთ

შეაქეთ და დააჯილდოვეთ მისაღები ქცევის მცდელობისთვის. „ვაფასებ, რომ სადილის შემდეგ ჭურჭელი ნიჟარაში ჩადე“, „მადლობა, რომ ასე ჩუმად იყავი, სანამ მე ტელეფონით ვსაუბრობდი“.

ითხოვეთ დახმარება

თუ თქვენი დისციპლინის სტრატეგიები არ მუშაობს და დამოუკიდებლად გიჭირთ გამკლავება, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5