Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იმის გაგება, რომ მამა გახდებით, მრავალ ემოციას მოგიტანთ, სიხარულთან და ბედნიერებასთან ერთად შესაძლოა გაურკვევლობის განცდა და შფოთვა დაგეუფლოთ. ეს ნორმალურია, მაშინაც კი, თუ ეს ყოველთვის გინდოდათ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შვილთან შესახვედრად მომზადებაში.

1. დაიწყეთ ინფორმაციის მოძიება

შეიძლება თქვენ არ ხართ ის, ვინც ბავშვს ფიზიკურად ატარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ორსულობის და დაბადების გამოცდილების ნაწილი. იგივე შეიძლება ითქვას, თუ სუროგატის მეშვეობით ან ბავშვის აყვანით ხდებით მამა – ნამდვილად არსებობს გზები, რომ ჩართული იყოთ.

თუ თქვენს პარტნიორს აწუხებს ორსულობის სიმპტომები, მაგალითად დილის გულისრევები ან გულძმარვა, მოიპოვეთ ინფორმაცია ორსულობის ტრიმესტრების შესახებ. იმის გაგება, თუ რას გრძნობს, დაგეხმარებათ უკეთ დაეხმაროთ მას, რადგან ის თქვენს შვილს ატარებს მუცლით. წაიკითხეთ ვაგინალური მშობიარობის და საკეისრო კვეთის შესახებ, ასევე ძუძუთი კვების, ახალშობილის ძილის ან კოლიკის შესახებ ბავშვის დაბადებამდე ცოდნა მის მოვლას გაგიმარტივებთ.

2. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

თუ ეწევით, შეეცადე თავი დაანებოთ. კვლევების მიხედვით, ორსულობის დროს მოწევის ზემოქმედება ზრდის ახალშობილებში გულის თანდაყოლილი მანკების რისკს, ასევე მწეველი მშობელი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკფაქტორს წარმოადგენს.

იკვებეთ ჯანსაღად.

3. ისაუბრეთ პარტნიორთან შვილის აღზრდის სტილზე

ახლა შესანიშნავი დროა, დაგეგმოთ, როგორი მშობლები გინდათ იყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენთვის ჯერ მხოლოდ თეორიაა და ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა შეგეცვალოთ წარმოდგენები და გრძნობები. მაგალითად, ძუძუთი კვება შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს (და მამის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებული ლაქტაციისთვის) ან ბავშვს თქვენთან ძილი სურდეს.

4.  დაიწყეთ გუნდურად თამაში

თქვენ,  თქვენი შვილი და დედამისი  მთელი ცხოვრების მანძილზე იქნებით დაკავშირებული, მაშინაც კი, თუ თქვენი რომანტიული ურთიერთობა  არ გაგრძელდება.

5. ესაუბრეთ მამებს

მამობის გამოწვევებზე, განცდებზე იმ ადამიანებთან საუბარმა, ვისაც ეს უკვე გამოუცდია, შესაძლოა დადებითად იმოქმედოს თქვენზე. გაწევრიანდით მამების ჯგუფებში სოციალურ ქსელში.

6. გააცნობიერეთ, რომ შეიძლება შეიცვალოს თქვენი სექსუალური ცხოვრება

ბავშვის დაბადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. ბევრ ხუმრობას მოისმენთ იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა თქვენი სექსუალური ცხოვრება ან ორსულობის დროს სხეულში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ეს კომენტარები არ გამოდგებათ.

სინამდვილეში, თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს და პარტნიორს ამის სურვილი აქვს, სექსი არ ვნებს უქმნის საფრთხეს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.  მშობიარობის  შემდეგ სექსუალური ურთიერთობის განახლებას კი დრო დასჭირდება – და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ 6-კვირიანი აღდგენის პერიოდზე, რომელიც შემოთავაზებულია ფიზიკური გაჯანსაღებისთვის ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ.

იყავით მგრძნობიარე ყველა იმ ცვლილების მიმართ, რომელსაც ერთად განიცდით, იქნება ეს ძილის ნაკლებობა, ძუძუთი კვება თუ შვილის ყოლასთან დაკავშირებული ემოციები. და ამავე დროს მნიშვნელოვანია,  დაელაპარაკოთ თქვენს პარტნიორს მის საჭიროებებზე და განცდებზე და გაუზიაროთ საკუთარიც.

შვილის დაბადების შემდეგ სექსი შეიძლება კიდევ უკეთესი იყოს. თქვენ დაკავშირებული ხართ ისე, როგორც არასდროს ყოფილხართ და მშობლობის გამოცდილებამ მრავალი წყვილი კიდევ უფრო დააახლოვა.

7. ჩაერთეთ ბავშვის დახვედრის სამზადისში

ისწავლეთ მანქანის სავარძლის დაყენება და გამოყენება. გამოიკვლიეთ, როგორი ეტლი უფრო გამოადგება თქვენს ოჯახს ან კენგურუ უფრო მოსახერხებელი იქნება თუ სლინგი. მოაწყვეთ ბავშვის ოთახი და მიიღეთ მონაწილეობა სამშობიაროში წასაღები ჩანთის ჩალაგებაში.

8. იყავით თქვენი პარტნიორის ადვოკატი

თქვენმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს მშობიარობასთან, ბავშვის მოვლასა თუ აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. თუ ოჯახი ან მეგობრები თქვენს არჩევანს ეჭვქვეშ აყენებენ, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ თქვენს პარტნიორს და დაიცვათ ერთობლივი გადაწყვეტილება.

წაიკითხეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ, რათა არ გამოგრჩეთ მისი ნიშნები. გაითვალისწინეთ, რომ ის შეიძლება თქვენც დაგემართოთ.  თქვენ ძლიერი ძალა ხართ პარტნიორის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და საჭიროების შემთხვევაში ითხოვეთ პროფესიონალური დახმარება.

თქვენი ყოფნა შვილის ცხოვრებაში არის საჩუქარი, რომელსაც ყოველდღე აჩუქებთ მას და საკუთარ თავს.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5